ორშაბათი, 2 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ლევან მაჭავარიანი: ბრიუსელის ინტერესი იყო საქართველოში ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლა, ისინი ახალისებდნენ, აფინანსებდნენ და სოლიდარობას უცხადებდნენ ძალადობრივ აქციებს

„ბრიუსელის ინტერესი იყო საქართველოში ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლა“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა განუცხადა.მაჭავარიან...

ლევან მაჭავარიანი: ბრიუსელის ინტერესი იყო საქართველოში ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლა, ისინი ახალისებდნენ, აფინანსებდნენ და სოლიდარობას უცხადებდნენ ძალადობრივ აქციებს
ფოტო: ინფო 9
ლევან მაჭავარიანი: ბრიუსელის ინტერესი იყო საქართველოში ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლა, ისინი ახალისებდნენ, აფინანსებდნენ და სოლიდარობას უცხადებდნენ ძალადობრივ აქციებს

„ბრიუსელის ინტერესი იყო საქართველოში ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლა“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა განუცხადა.

მაჭავარიანის თქმით, ისინი ახალისებდნენ, აფინანსებდნენ და სოლიდარობას უცხადებდნენ ძალადობრივ აქციებს.

„ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ საქართველოს შემთხვევაშიც ხედავდნენ ძალადობას. სხვანაირად შეუძლებელი იყო. უბრალოდ, მათი ინტერესი არ იყო ძალადობის დაგმობა, ვინაიდან მათივე დაფინანსებული იყო ის ძალადობრივი აქციები, მათივე დაფინანსებული იყო „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის რომანტიზების კამპანიები.

ყველაზე მსხვილი დონორი ორგანიზაცია ევროკავშირიდან აფინანსებდა, ლოგოც არის დატანილი იმ ბანერზე. პირდაპირ წახალისებული და რომანტიზებული იყო, რომ მეტი ადამიანისთვის მიეცათ მოტივაცია, რათა აქციებზე „მოლოტოვის კოქტეილები“ გამოეყენებინათ.

ბრიუსელის ინტერესი იყო საქართველოში ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლა. ისინი ახალისებდნენ, აფინანსებდნენ და სოლიდარობას უცხადებდნენ ძალადობრივ აქციებს“, - აღნიშნა მაჭავარიანმა. 

Ი
წყარო ინფო 9 · info9.ge გამოქვეყნდა 02.11.2026, 15:08. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ