ორშაბათი, 2 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

გიორგი გახარია - საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სცენარი მოსკოვის სამოქმედო გეგმის იდენტურია, სადაც არჩევნები სხვა არაფერია, თუ არა ილუზია და თვითმოტყუება

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ღიად განაცხადა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მიზნის შესახებ: პოლიტიკური ველის გაწმენდა და საკუთარი

გიორგი გახარია - საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სცენარი მოსკოვის სამოქმედო გეგმის იდენტურია, სადაც არჩევნები სხვა არაფერია, თუ არა ილუზია და თვითმოტყუება
ფოტო: ინტერპრესნიუსი

02.11.2026 / 12:25

გიორგი გახარია - საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სცენარი მოსკოვის სამოქმედო გეგმის იდენტურია, სადაც არჩევნები სხვა არაფერია, თუ არა ილუზია და თვითმოტყუება

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ღიად განაცხადა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მიზნის შესახებ: პოლიტიკური ველის გაწმენდა და საკუთარი შეხედულებისამებრ შერჩეული, „მოსახერხებელი ოპოზიციის“ შექმნა, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.

მისი მტკიცებით, ეს სცენარი მოსკოვის სამოქმედო გეგმის იდენტურია.

„ეს სცენარი მოსკოვის სამოქმედო გეგმის იდენტურია, სადაც საარჩევნო ბიულეტენში მრავალი „ოპოზიციური“ პარტიაა წარმოდგენილი, თუმცა არჩევნები სხვა არაფერია, თუ არა ილუზია და თვითმოტყუება“, - აცხადებს გახარია.

მისი თქმით, საქართველოში უკვე ახალი პარტიების შექმნის ნიშნები ჩანს.

„საქართველოში უკვე ვხედავთ ახალი პარტიების შექმნის ნიშნებს. ეს ადამიანები ან ვერ აცნობიერებენ, რომ მათთვის წინასწარ განსაზღვრულ როლს ასრულებენ, ან შეგნებულად შედიან გარიგებაში პრორუსულ რეჟიმთან“, - აცხადებს გახარია.

Ი
წყარო ინტერპრესნიუსი · interpressnews.ge გამოქვეყნდა 02.11.2026, 12:25. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 1

გიორგი გახარია - საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სცენარი მოსკოვის სამოქმედო გეგმის იდენტურია, სადაც არჩევნები სხვა არაფერია, თუ არა ილუზია და თვითმოტყუებაპალიტრანიუსი · 00:00 ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით →

ასევე წაიკითხეთ