კვირა, 1 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

შსს-მ ცხოველების წამებისა და სასტიკი მოპყრობის მუხლით გამოძიება დაიწყო

პუბლიკა - ინფორმირებული არჩევანისათვის

შსს-მ ცხოველების წამებისა და სასტიკი მოპყრობის მუხლით გამოძიება დაიწყო
ფოტო: პუბლიკა

ცხოველთა სამარხებთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სსკ-ის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას, მისდამი სასტიკი მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს. ინფორმაცია ამის შესახებ „პუბლიკას” უწყებაში დაუდასტურეს.

გუშინ, 31 ოქტომბერს, „TV პირველის“ გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათში“ გავიდა სიუჟეტი, რომელშიც ცხოველთა სამარხები და ძაღლების ნეშტები იყო ნაჩვენები. მასალას საზოგადოებაში გამოხმაურება მოჰყვა. სოციალურ ქსელებში საკითხს ცხოველთა უფლებადამცველებიც გამოეხმაურნენ  – მათ პეტიცია შექმნეს და საგამოძიებო უწყებებს მომხდარის შესწავლის მოთხოვნით მიმართეს.

უფლებადამცველების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა აღმოჩენილი ნეშტების ექსპერტიზა იყო, რაც ცხოველების დაღუპვის მიზეზების დადგენას შესაძლებელს გახდიდა.

მომხდართან დაკავშირებით თბილისის მერიამ გავრცელებული ცნობები უარყო და ცხოველთა სამარხების შესახებ მედიაში გამოქვეყნებულ ინფორმაციას სიცრუე უწოდა. მერიის პოზიციით, სიმართლეს არ შეესაბამებოდა მტკიცება, რომ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ცხოველების მასობრივ და მიზანმიმართულ ხოცვას ახორციელებს.

Პ
წყარო პუბლიკა · publika.ge ავტორი: პუბლიკა · გამოქვეყნდა 01.11.2026, 20:22. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ