„შვიდჯერ დაბრუნდა სახლში ბავშვის გარეშე“... - ოჯახის ტრაგედია, რომელსაც 30-წლიანი გრიფი ადევს
„ბებია სახლში შვიდჯერ დაბრუნდა ბავშვის გარეშე“ — პოდკასტ „ვეძებ“-ის მორიგი შემზარავი ისტორია
პოდკასტ „ვეძებ“-ის ფარგლებში ახალშობილების უკანონო გასხვისების არაერთი მძიმე ტრაგედია გახმაურებულა, თუმცა მომავალი გადაცემის ანონსმა საზოგადოება განსაკუთრებით შეძრა. ახალი ეპიზოდის რესპონდენტი იხსენებს საკუთარი ოჯახის წარმოუდგენელ ისტორიას, რომლის თანახმად, სამშობიაროდან ბებიამისს სხვადასხვა პერიოდში შვიდი ჩვილი მოჰპარეს.
„ბებიას შვიდი ვაჟი წაართვეს… მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე ბავშვი, ის სამშობიაროდან ყოველ ჯერზე ხელცარიელი ბრუნდებოდა. ამავე მონაცემებით, სახელით, გვარითა და პირადი ნომრით, ბებია კიდევ ორ ადამიანზე ფიქსირდება როგორც დედა, თუმცა მათ შესახებ მონაცემებს არ გვიმხელენ. საქმეს გრიფი ადევს და გვეუბნებიან, რომ ბებიას გარდაცვალებიდან 30 წელი უნდა გავიდეს, რათა მათი ვინაობა გავიგოთ. ბებია ნამშობიარები შვიდჯერ დაბრუნდა სახლში შვილის გარეშე…“ - აღნიშნავს სტუმარი.