კვირა, 1 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

დააკავეს მამაკაცი, რომელიც მეუღლეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და შვილზე ფიზიკურად იძალადა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ მუქარის, ოჯახში არასრულწლოვნის თანდასწრებით ჩადენილი და ასევე, ა

დააკავეს მამაკაცი, რომელიც მეუღლეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და შვილზე ფიზიკურად იძალადა
ფოტო: ფრონტნიუსი

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ მუქარის, ოჯახში არასრულწლოვნის თანდასწრებით ჩადენილი და ასევე, არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ საზღვარგარეთიდან ახლადდაბრუნებულმა მამაკაცმა მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, თელავში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რის შემდეგაც, ფიზიკურად იძალადა შვილზეც და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე, იმერეთის რეგიონში, კერძოდ, ზესტაფონში დააკავეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა და 11 პრიმა 151-ე  მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 3 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

Ფ
წყარო ფრონტნიუსი · frontnews.ge ავტორი: Frontnews · გამოქვეყნდა 01.11.2026, 21:01. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ