ლევან მახაშვილი: თუ საქართველო გაგზავნიდა მოხალისეებს უკრაინაში, თუ დაკეტავდა ცას, დაკეტავდა ხმელეთს, მოახდენდა ესკალაციას, დიდი ალბათობით, იქნებოდა ის, რომ ახალგაზრდები დღეს უკრაინაში სანგრებში ისხდებოდნენ - ეს არ არის თეორიული საუბარი, ჩვენ ეს ვნახეთ
თუ საქართველო გაგზავნიდა მებრძოლ მოხალისეებს უკრაინაში, თუ საქართველო დაკეტავდა ცას, დაკეტავდა ხმელეთს, მოახდენდა ესკალაციას, დიდი ალბათობით, იქნებოდა ის, რომ ახალგაზრდები დღეს უკრაინაში სანგრებში ისხ...
თუ საქართველო გაგზავნიდა მებრძოლ მოხალისეებს უკრაინაში, თუ საქართველო დაკეტავდა ცას, დაკეტავდა ხმელეთს, მოახდენდა ესკალაციას, დიდი ალბათობით, იქნებოდა ის, რომ ახალგაზრდები დღეს უკრაინაში სანგრებში ისხდებოდნენ უკრაინელების მსგავსად, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.
„ეს არ არის თეორიული საუბარი, ჩვენ ეს ვნახეთ. სამჯერ გადავიარეთ უახლოეს ისტორიაში - რა იქნებოდა, როდესაც ჩვენ ვიწყებდით რუსეთთან ესკალაციას. დღეს იცით, რა იქნებოდა, ახალგაზრდების უმრავლესობა უკრაინელების მსგავსად სანგრებში ისხდებოდნენ და იმაზე კი არ გვექნებოდა საუბარი, შემდეგ წელს ბიუჯეტი რამდენით უნდა გავზარდოთ, არამედ იქნებოდა იმაზე, რაზეც დღეს უკრაინელები მსჯელობენ - იქნებ ზამთარი რაღაცნაირად გადავიტანოთ“, - აღნიშნა მახაშვილმა.
SAY.GE · მოხალისეები (სიტყვა) — დეტალები SAY.GE-ზე