მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოში უკანონოდ მყოფი 61 უცხოელი დააკავა
შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა ქვეყნის მასშტაბით 61 უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობას არღვევდნენ. მიმდინარეობს გაძევების პროცედურები.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, საქართველოში უკანონოდ მყოფი 61 უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა.
უწყების ცნობით, კომპლექსური ოპერაცია სხვადასხვა დანიშნულების ობიექტებზე განხორციელდა. შემოწმებისას გამოვლინდა პირები, რომლებიც „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს არღვევდნენ.
დაკავებულთა შორის არიან ტაილანდის, აზერბაიჯანის, თურქეთის, რუსეთის, ბელარუსის, იორდანიის, ჩინეთის, უზბეკეთის და თურქმენეთის მოქალაქეები.
ამ დროისთვის, ყველა დაკავებული მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრშია მოთავსებული. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი საქართველოდან გაძევებისთვის.
ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 2
საქართველოში უკანონოდ მყოფი 9 ქვეყნის 61 მოქალაქე დააკავესპალიტრანიუსი · 00:00
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე დააკავესფრონტნიუსი · 10:57
ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით → 

