ალექს რაუფოღლუ - აშშ-დან უკრაინისთვის Patriot-ის სისტემების 500 რაკეტის მიწოდება 2030 წლამდე არ დაიწყება
აშშ-დან უკრაინისთვის Patriot-ის სისტემების 500 რაკეტის მიწოდება 2030 წლამდე არ დაიწყება, - ინფორმაციას უკრაინული მედია
31.10.2026 / 14:10
აშშ-დან უკრაინისთვის Patriot-ის სისტემების 500 რაკეტის მიწოდება 2030 წლამდე არ დაიწყება, - ინფორმაციას უკრაინული მედია „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ წყაროებზე დაყრდნობით სოციალურ ქსელში წერს, რომ Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების 500 ერთეული PAC-3 ტიპის რაკეტის უკრაინისთვის გადაცემა 2030 წლამდე მოსალოდნელი არ არის.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2.1 მილიარდი დოლარის ღირებულების შეთანხმების ფარგლებში უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის 500 რაკეტის მიყიდვა დაამტკიცა.
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების მიწოდება შესაძლოა რამდენიმე წლის შემდეგ დაიწყოს.
„ამერიკელ პარტნიორებს ვთხოვთ გამოსავალი იპოვონ, მაშინ როცა რაკეტების გამოყენების რეალური საფრთხე და საჭიროება არსებობს“, - აღნიშნა ზელენსკიმ

