პარასკევი, 30 ოქტომბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

მაკა ბოჭორიშვილი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორობის კანდიდატს, ჰანს კლუგეს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის

მაკა ბოჭორიშვილი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორობის კანდიდატს, ჰანს კლუგეს შეხვდა
ფოტო: ინტერპრესნიუსი

30.10.2026 / 22:06

მაკა ბოჭორიშვილი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორობის კანდიდატს, ჰანს კლუგეს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორობის კანდიდატს, ჰანს კლუგეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას შორის თანამშრომლობა განიხილეს. ასევე, ყურადღება გამახვილდა ჯანდაცვის სფეროში საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე.

„ჰანს კლუგემ მინისტრს საკუთარი კანდიდატურა და ორგანიზაციის საქმიანობის სამომავლო ხედვა წარუდგინა.

მაკა ბოჭორიშვილმა დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, განაგრძოს აქტიური თანამშრომლობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

Ი
წყარო ინტერპრესნიუსი · interpressnews.ge გამოქვეყნდა 30.10.2026, 22:06. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ