პარასკევი, 30 ოქტომბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერთან და თბილისის მერთან ერთად თბილისში სასტუმრო ART Riverfront-ი გახსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან და თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად, თბილისში სასტუმრო ART Riverfront-ი გახსნა.მთავრობის მეთაურ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერთან და თბილისის მერთან ერთად თბილისში სასტუმრო ART Riverfront-ი გახსნა
ფოტო: ინფო 9
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერთან და თბილისის მერთან ერთად თბილისში სასტუმრო ART Riverfront-ი გახსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან და თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად, თბილისში სასტუმრო ART Riverfront-ი გახსნა.

მთავრობის მეთაურმა, აზერბაიჯანელ კოლეგასთან ერთად, ახლად გახსნილი სასტუმრო დაათვალიერა. პროექტის შესახებ, რომლის საინვესტიციო ღირებულება 68 მილიონი აშშ დოლარია, პრემიერ-მინისტრებს დეტალური ინფორმაცია სასტუმროს გენერალურმა მენეჯერმა მიაწოდა.სასტუმრო 152 ნომერს, კვებისა და საკონფერენციო სივრცეებს აერთიანებს.

გახსნის ღონისძიებას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, აზერბაიჯანის სამთავრობო დელეგაცია და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ.

Ი
წყარო ინფო 9 · info9.ge გამოქვეყნდა 30.10.2026, 17:50. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ