გიორგი სიორიძე - საკონსტიტუციო სასამართლოში ისტორია იწერება, სადაც „ქართული ოცნება“ კონსტიტუციური გადატრიალების პარტიების აკრძალვით დაგვირგვინებას ცდილობს
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ისტორია იწერება, სადაც „ქართული ოცნება“ კონსტიტუციური გადატრიალების პარტიების
30.10.2026 / 17:12
გიორგი სიორიძე - საკონსტიტუციო სასამართლოში ისტორია იწერება, სადაც „ქართული ოცნება“ კონსტიტუციური გადატრიალების პარტიების აკრძალვით დაგვირგვინებას ცდილობს
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ისტორია იწერება, სადაც „ქართული ოცნება“ კონსტიტუციური გადატრიალების პარტიების აკრძალვით დაგვირგვინებას ცდილობს, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოსთვის“ წევრმა გიორგი სიორიძემ საკონსტიტუციო სასამართლოსთან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის საქართველოს ბედის გადაწყვეტის საკითხი.
„ახლა მთავარი პოლიტიკური მოვლენა ის არის, რაც აქ ხდება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ისტორია იწერება, სადაც „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ კონსტიტუციური გადატრიალება პარტიების აკრძალვით დააგვირგვინოს.
აქ არ არის საუბარი იმაზე, თუ რომელი პარტია იყო სწორი ან არასწორი ერთმანეთთან მიმართებაში. გაცილებით უფრო სერიოზული საკითხი განიხილება აქ - ეს პრობლემაც კი არ არის, ეს არის საქართველოს ბედის გადაწყვეტის საკითხი.
სარჩელი გამოქვეყნებულია და საზოგადოების ნებისმიერ წევრს შეუძლია გაეცნოს, მაგრამ გასაგებია, რომ შეიძლება იყოს იურიდიული ნიუანსები, რომლებიც ყველას არ ესმოდეს. თუმცა, პირდაპირ ეთერში ტრანსლირებულმა სასამართლო პროცესებმა ყველა საშუალო სტატისტიკური მაყურებელი დაარწმუნა იმაში, რომ „ქართული ოცნების“ სარჩელი აბსურდულია და ყველა მოპასუხე პარტიამ რეალურად გააცამტვერა ის სამართლებრივი თვალსაზრისით”,- განაცხადა გიორგი სიორიძემ


