ალუდა ღუდუშაური: ALDE-ს აქამდე არასდროს დაუგმია ძალადობა საქართველოში, თუმცა მკაფიო მხარდაჭერას უცხადებს და ქომაგობს „ლელოს“, რომლის წევრიც, ბატონი ელისაშვილი გახლავთ მსჯავრდადებული ტერორიზმის მუხლით
„ALDE მკაფიო მხარდაჭერას უცხადებს და ქომაგობს „ლელოს“, რომლის წევრიც, ბატონი ელისაშვილი გახლავთ მსჯავრდადებული ტერორიზმის მუხლით“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომი...
„ALDE მკაფიო მხარდაჭერას უცხადებს და ქომაგობს „ლელოს“, რომლის წევრიც, ბატონი ელისაშვილი გახლავთ მსჯავრდადებული ტერორიზმის მუხლით“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა „დღის ქრონიკაში“.
წამყვანმა მას ALDE-ს განცხადების შეფასება სთხოვა.
„არ მგონია, რომ ვინმე, ვისაც ოდნავ მაინც აქვს ობიექტურობის განცდა, ფიქრობდეს, რომ ეს განცხადებები რაიმე რეალობას შეცვლის. ეს განცხადებები მხოლოდ და მხოლოდ იმის გამოძახილია, რომ ესენი არიან მათი [ოპოზიციის] პარტნიორები, შესაბამისად, ერთის მხრივ ვალდებულებად გრძნობენ თავს და აქვთ განცდა, რომ ესენი [ოპოზიცია] მარტო არ უნდა დარჩეს.
ALDE-ს არცერთ წევრს, არც ორგანიზაციას არასოდეს არაფერი დაუგმია არც ძალადობა, არც საქართველოში ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლა, თუმცა მკაფიო მხარდაჭერას უცხადებს და ქომაგობს „ლელოს“, რომლის წევრიც, ბატონი ელისაშვილი გახლავთ მსჯავრდადებული ტერორიზმის მუხლით“, - აღნიშნა ღუდუშაურმა.
ცნობისთვის, ALDE -ს კომუნიკაციების ასისტენტმა აოიფ დევერემ დაწერა: „ქართული ოცნება“ ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ცდილობს, მხარს ვუჭერთ „ლელოს“ და მის ლიბერალ პარტნიორებს - თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული საქართველოსთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა“.

