პარასკევი, 30 ოქტომბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

რას აცხადებს ირაკლი კობახიძე გაზის ტარიფის შესაძლო გაზრდაზე?

ამასთან [გაზის ტარიფთან] დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკ-ის გადაწყვეტილებას. ეს არ არის ჩვენი პრეროგატივა,- ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, გაზის ტარიფის შესაძლო ზრდაზე. როგორც პრემიერმა აღნიშნა…

რას აცხადებს ირაკლი კობახიძე გაზის ტარიფის შესაძლო გაზრდაზე?
ფოტო: ამბები

ამასთან [გაზის ტარიფთან] დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკ-ის გადაწყვეტილებას. ეს არ არის ჩვენი პრეროგატივა,- ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, გაზის ტარიფის შესაძლო ზრდაზე.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, სემეკ-თან კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა გადაწყვეტილება კომისიის პრეროგატივაა.

"ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკ-ის გადაწყვეტილებას. ეს არ არის ჩვენი პრეროგატივა. რა თქმა უნდა, ჩვენ კონსულტაციებიც გვაქვს სემეკ-თან, თუმცა გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და პირველ რიგში უნდა დაველოდოთ სემეკ-ის გადაწყვეტილებას და ამის შემდეგ უნდა გავაკეთოთ კომენტარები",- აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

ცნობისთვის, პარლამენტმა დაჩქარებული წესით “ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, სემეკს ენიჭება უფლებამოსილება როგორც წყლის, ასევე ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის დიფერენცირებული ტარიფები დაადგინოს. მიღებული კანონის თანახმად, სემეკი უფლებამოსილი იქნება 2036 წლის 1-ელ იანვრამდე - წყალმომარაგების, ხოლო 2038 წლის 1-ელ იანვრამდე ბუნებრივი გაზის შემთხვევაში, ტარიფის დადგენის დროს, საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ მოხმარებული მოცულობის მიხედვით განსხვავებული მომსახურების ღირებულება დაადგინოს.

Ა
წყარო ამბები · ambebi.ge ავტორი: AMBEBI.GE · გამოქვეყნდა 30.10.2026, 16:29. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ