პარასკევი, 30 ოქტომბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

გიორგი სიორიძე - არჩილ გორდულაძე მწყობრიდან გამოვიდა, თითქოს რაღაც ისეთი გაიგო, რაც საზოგადოებამ არ იცის - ყველამ და პირველ რიგში „ოცნებამ“ იცის, რომ მათი ძალაუფლება დგას სუს-ზე, რომელიც უკანონო მოსმენებით აკონტროლებს ყველას

მთელმა საზოგადოებამ და პირველ რიგში „ქართულმა ოცნებამ“ იცის, რომ მათი ძალაუფლება დგას სუს-ზე,

გიორგი სიორიძე - არჩილ გორდულაძე მწყობრიდან გამოვიდა, თითქოს რაღაც ისეთი გაიგო, რაც საზოგადოებამ არ იცის - ყველამ და პირველ რიგში „ოცნებამ“ იცის, რომ მათი ძალაუფლება დგას სუს-ზე, რომელიც უკანონო მოსმენებით აკონტროლებს ყველას
ფოტო: ინტერპრესნიუსი

30.10.2026 / 16:12

გიორგი სიორიძე - არჩილ გორდულაძე მწყობრიდან გამოვიდა, თითქოს რაღაც ისეთი გაიგო, რაც საზოგადოებამ არ იცის - ყველამ და პირველ რიგში „ოცნებამ“ იცის, რომ მათი ძალაუფლება დგას სუს-ზე, რომელიც უკანონო მოსმენებით აკონტროლებს ყველას

მთელმა საზოგადოებამ და პირველ რიგში „ქართულმა ოცნებამ“ იცის, რომ მათი ძალაუფლება დგას სუს-ზე, რომელიც უკანონო მოსმენებითა და თვალთვალით აკონტროლებს ყველას, - ასე გამოეხმაურა „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრი გიორგი სიორიძე საკონსტიტუციო სასამართლოში უმრავლესობის წევრის, არჩილ გორდულაძის განცხადებებს.

მისი განმარტებით, სუს-იდან გამოჟონილი ე.წ. ფარული კრებსების არსებობა საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რაზეც არაერთი მაღალი იერარქიის სასულიერო პირი ღიად საუბრობდა.

„ბატონი არჩილ გორდულაძე მწყობრიდან გამოვიდა სასამართლო პროცესზე, თითქოს რაღაც ისეთი ახალი გაიგო, რაც საზოგადოებამ არ იცის. თითქოს სუს-იდან გამოჟონილი კრებსები არ იყოს გასაჯაროებული, თითქოს თავად სასულიერო პირები არ საუბრობდნენ ამის შესახებ. რა თქმა უნდა, ყველამ იცის, მთელმა საზოგადოებამ და პირველ რიგში „ქართულმა ოცნებამ“, რომ მათი ძალაუფლება დგას, მათ შორის, სუს-ზე, რომელიც უკანონო მოსმენებითა და თვალთვალით აკონტროლებს არა მხოლოდ ეკლესიას, არა მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებს, არამედ ყველა განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანს. ეს არის ის ფუნდამენტი, რაზეც დგას „ქართული ოცნების“ ავტორიტარული რეჟიმი.

რაც შეეხება კონკრეტულად ამ კრებსებსა და სასულიერო პირებს, რომლებიც მე ვახსენე და რაზეც ბატონმა გორდულაძემ ძალიან წარუმატებლად სცადა აპელირება - არსებობს პროკურატურის გადაწყვეტილებები, როდესაც დაზარალებულად იქნენ ცნობილნი სასულიერო პირი მამალაძე და მისი ძმა. არაერთი მაღალი იერარქიის სასულიერო პირი საუბრობდა იმაზე, რომ მათ უსმენენ და მათ ეს იციან.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს გასაჯაროებულია, საჯარო სივრცეში მოხდა და ამის შესახებ შესაბამის ორგანოებს მიმართეს, მაგალითად, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ; ამაზე მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, მანანა კობახიძემაც, რომელიც რამდენიმე დღის წინ ამ ინსტიტუტს წარმოადგენდა. ეს არის საყოველთაო ფაქტები და „ქართულმა ოცნებამ“ სცადა წარმოეჩინა, თითქოს ეს მტკნარი სიცრუე და ცილისწამებაა, მაგრამ არქივი არ იწვის“.

Ი
წყარო ინტერპრესნიუსი · interpressnews.ge გამოქვეყნდა 30.10.2026, 16:12. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ