დავით მათიკაშვილი - დანაშაულის აღიარება და გულწრფელი მონანიება სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატური, ჰუმანური ნაბიჯის გადადგმის წინაპირობაა, თუმცა ამას ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით ვერ ვხედავთ
დანაშაულის აღიარება და გულწრფელი მონანიება სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატური, ჰუმანური ნაბიჯის გადადგმის წინაპირობაა,
30.10.2026 / 14:23
დავით მათიკაშვილი - დანაშაულის აღიარება და გულწრფელი მონანიება სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატური, ჰუმანური ნაბიჯის გადადგმის წინაპირობაა, თუმცა ამას ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით ვერ ვხედავთ
დანაშაულის აღიარება და გულწრფელი მონანიება სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატური, ჰუმანური ნაბიჯის გადადგმის წინაპირობაა, თუმცა ამას ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით ვერ ვხედავთ, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა. რითაც, გამოეხმაურა ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებას, რომლითაც ისინი დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.
მისი თქმით, “ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე აბსოლუტურად სრული პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ძალებს, რომლებიც არ უქმნიან შესაძლებლობას, მოინანიოს ეს დანაშაული და სახელმწიფოს მხრიდან მიიღოს ჰუმანური მიდგომა”.
„დანაშაულის აღიარება, გულწრფელი მონანიება სახელმწიფოს მხრიდან, რა თქმა უნდა, ადეკვატური, ჰუმანური ნაბიჯის გადადგმის წინაპირობაა, თუმცა ჩვენ ვერ ვხედავთ, ვერცერთ მსგავს მოცემულობას ამ კონკრეტულ ქალბატონთან დაკავშირებით. პირიქით, ის წახალისებულია სწორედ იმ ძალების მხრიდან, რომელსაც სურდა დესტრუქცია და დესტაბილიზაციის მოწყობა საქართველოში. პრაქტიკულად, ელენე ხოშტარია წარმოადგენს იმ ძალების პატიმარს, რომლის სურვილიც არ არის ადამიანებმა გულწრფელად მოინანიონ დანაშაული. ისინი დარჩნენ ციხეში, ამით სურთ საკუთარი დეგრადირებული პოლიტიკა და სურვილები ქართველ ხალხთან მიმართ გამართლონ და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზეც აბსოლუტურად სრული პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ძალებს, რომლებიც პრაქტიკულად არ უქმნიან შესაბამის შესაძლებლობას ყველა დამნაშავე ციხეში მყოფ პირს, რომლებიც დადანაშაულებულნი არიან სახელმწიფოს კონკრეტული დანაშაულის ჩადენაში, მოინანიონ ეს დანაშაული და სახელმწიფოს მხრიდან მიიღონ ის ჰუმანური მიდგომა, ბუნებრივია ამ შემთხვევაში არც ქალბატონი ელენე ხოშტარია იქნება, დარწმუნებული ვარ, გამონაკლისი”, - განაცხადა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ განცხადება გავრცელა, სადაც დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა. ორგანიზაციის შეფასებით, ხოშტარია პოლიტიკური პატიმარია, ხოლო მისთვის შეფარდებული 1.5-წლიანი პატიმრობა არაპროპორციული და უმართებულოა.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ კლინიკა „თოდუაში“ გადაყვანილი ხოშტარიას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის ფონზე საპატიმროში ტოვებს საერთაშორისო სტანდარტებს ეწინააღმდეგება, რაზეც სრული პასუხისმგებლობა მოქმედ ხელისუფლებას ეკისრება.
SAY.GE · გულწრფელი (სიტყვა) — დეტალები SAY.GE-ზე

