პარასკევი, 30 ოქტომბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

რა ემუქრება პალიასტომის ტბას?!

პალიასტომის ტბის შესახებ ბევრი რამ თქმულა და დაწერილა, თუმცა ყველამ როდი იცის, რა მდგომარეობაშია ეს მშვენიერი ტბა XXI საუკუნეში. ამ საკითხზე გვესაუბრება იზოლდა მაჭუტაძე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის უვადო მეცნიერი, ჭარბტენიანობის ექსპერტი: - კოლხეთის დაბლობი და პალიასტომის ტბა ჩვენი ქვეყნის…

რა ემუქრება პალიასტომის ტბას?!
ფოტო: ამბები

პალიასტომის ტბის შესახებ ბევრი რამ თქმულა და დაწერილა, თუმცა ყველამ როდი იცის, რა მდგომარეობაშია ეს მშვენიერი ტბა XXI საუკუნეში. ამ საკითხზე გვესაუბრება იზოლდა მაჭუტაძე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის უვადო მეცნიერი, ჭარბტენიანობის ექსპერტი:

- კოლხეთის დაბლობი და პალიასტომის ტბა ჩვენი ქვეყნის მშვენებაა. განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ამ ადგილას იკვრება ერთი ჰიდროლოგიური ქსელი, რომლის მთავარი კომპონენტი სწორედ პალიასტომის ტბაა. თავის დროზე, მის ადგილას ზღვა იყო, დღეს კი ამ ტბას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქალაქ ფოთისა და მისი მომიჯნავე ეკოსისტემისთვის. პალიასტომის ტბის მიმდებარე ტერიტორია შეიძლება რამდენიმე მთავარ ზონად დავყოთ: ჯერ ზღვაა, მერე - ფოთის სანაპირო და დასახლება, რომელიც ეკონომიკურად აქტიური ზონაა. იქვე, ფოთთან ახლოსაა პალიასტომის ტბა, რომელსაც იმნათის ტორფნარი და აჭარა-გურიის მთები მოჰყვება. ზემოდან რომ გადმოხედავ, ეს ყველაფერი ამფითეატრს წააგავს და საოცრად ლამაზია.

paliastom8-54467.jpg

- როგორ ჩამოყალიბდა ამ ადგილას ტბა?

- მეცნიერები ფიქრობენ, რომ ზღვაში ათასწლეულების წინ დაბალი ქედი წამოიმართა და მოზრდილი ტბა სწორედ ასე გაჩნდა, მთიდან წამოსულმა მდინარეებმა კი მისი გამტკნარება გამოიწვია. ამ ადგილის ბოლომდე შესწავლა წარმოუდგენელია, რადგან ისეთი ცოცხალი გეოლოგია, როგორიც კოლხეთშია, მთელ მსოფლიოში არსად მეგულება. მომავალშიც მრავალ სიურპრიზსა და ახალ სამეცნიერო აღმოჩენას უნდა ველოდოთ - პალიასტომი და მისი მომიჯნავე ტერიტორიები ამის თქმის საშუალებას ნამდვილად იძლევა.

- რით განსხვავდება დღეს პალიასტომი ადრინდელისგან?

- პალიასტომი ადრე გაცილებით ღრმა იყო: ტბის მაქსიმალური სიღრმე 4 მეტრს მაინც აღწევდა. ამასთან, XVIII-XIX საუკუნეებში პალიასტომის ტბა მტკნარწყლიანი გახლდათ, რაც ლიტერატურიდანაც კარგად ჩანს. თევზჭერას მოსახლეობისთვის დიდი სარგებელი მოჰქონდა.

paliastomi-81125.jpg

მაგრამ როგორც კი ეკონომიკური სიდუხჭირე დაიწყო, მოსახლეობამ მდინარე ფიჩორის ზემო წელში ტყეების უკონტროლო ჩეხას მიჰყო ხელი. ეს თითქმის საუკუნის განმავლობაში გაგრძელდა. ამას დაერთო მელიორაციული სამუშაოები და ტორფის მოპოვების პროცესი, რომელიც საბჭოთა პერიოდში აქტიურად მიმდინარეობდა. პალიასტომის მომიჯნავე ტერიტორიაზე სიმინდის თესვა დაიწყეს. ამ სამუშაოებმა და ტყის გაჩეხამ გამოიწვია ის, რომ ჰიდროლოგიური რეჟიმი დაირღვა და აქაური ეკოსისტემა ძალიან დაზიანდა. გავიდა ხანი, მართალია, ამ ადგილებში სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით ტყეც გაჩეხეს და სადრენაჟე არხებიც გაიყვანეს, მაგრამ აქაურობა ტრადიციული აგრარული სექტორისთვის გამოუსადეგარი აღმოჩნდა. ამის მიუხედავად, ტყეების ჩეხა 1990-იან წლებშიც გაგრძელდა. შედეგად, ფოთი და ქალაქის მიმდებარე ტერიტორიები გამუდმებით იტბორებოდა.

paliastomi3333-54483.jpg

კიდევ ერთი გამოუსწორებელი შეცდომა, რომელიც საბჭოთა ეპოქაში დაუშვეს, არხის გაჭრა და პალიასტომის ტბის შავ ზღვასთან მიერთება იყო. ამას მოჰყვა ის, რომ შლამი არხიდან პალიასტომის ტბაში გადმოვიდა და წყლის დონე კიდევ უფრო შემცირდა, თანაც პალიასტომის მტკნარ წყალს მარილიანი წყალი შეერია. ამან ადგილობრივი ეკოსისტემაც შეცვალა.

სწორედ ამიტომ დღეს პალიასტომის ტბის მაქსიმალური სიღრმე ორი მეტრია. იმის გამო, რომ ტბის წყალს მარილიანი წყალი შეერია, მხოლოდ 2-3 სახეობის თევზი გადარჩა, მაშინ როცა ადრე პალიასტომში 30-მდე სახეობის თევზი იყო. უჟანგბადობის გამო ტბაში თევზი კი არა, მცენარეები მრავლდება. ყველაზე დიდი პრობლემები ჯერ კიდევ არ ჩანს, მაგრამ წლების მერე აუცილებლად იჩენს თავს. ამას ემატება შლამის მოპოვების მსურველი კომპანიების საქმიანობაც.

- კომპანიები ქართულია თუ უცხოური?

- ქართულიც და უცხოურიც. არადა, ტორფნარის კიდეებთან მდინარე ფიჩორი ჩამოდის, რომელსაც შლამი ისედაც მოაქვს. წარმოიდგინეთ, როცა შლამს შემაღლებული ბორცვებიდან ამოიღებენ, აქ შეიძლება კატასტროფა მოხდეს. წყლის დონე ისედაც ორ მეტრამდეა შემცირებული და ტორფნარების ჩამოქცევა პალიასტომს კიდევ უფრო დააზიანებს. ამ ადგილებში მცენარეების ფესვთა სისტემა იმდენად ნაზია, რომ დარღვეული ჰიდროლოგია ვეღარ დაიცავს და მცენარეული საფარიც განადგურდება. პალიასტომის ახლომახლო ტერიტორიაზე საპროპელის ანუ შლამის მოპოვება ძალიან დიდ რისკს შეიცავს. გააგრძელეთ კითხვა

Ა
წყარო ამბები · ambebi.ge ავტორი: AMBEBI.GE · გამოქვეყნდა 30.10.2026, 15:07. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ