პარასკევი, 30 ოქტომბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ბელარუსი ტურისტის განცხადებით, თბილისში რუსული საუბრის გამო სცემეს

პუბლიკა - ინფორმირებული არჩევანისათვის

ბელარუსი ტურისტის განცხადებით, თბილისში რუსული საუბრის გამო სცემეს
ფოტო: პუბლიკა

ბელარუსი ტურისტი ქალი ამბობს, რომ თბილისში კაცმა რუსული საუბრის გამო სცემა. ინფორმაცია რუსულმა მედიამ გაავრცელა.

გამოცემა База-ს ინფორმაციით, დაზარალებული ალექსანდრა მინსკიდანაა და ფიტნეს-ტრენერად მუშაობს.

База-ს ცნობით, ალექსანდრა ამბობს, რომ უცნობი მამაკაცი მას მას შემდეგ დაესხა თავს, რაც გაიგონა, როგორ საუბრობდა ის მეგობართან რუსულ ენაზე.

ქალმა პოლიციას მიმართა. პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს კაციც.

База-ს ინფორმაციით, განყოფილებაში კაცმა ყვირილი დაიწყო და ამტკიცებდა, რომ ქალს მას შემდეგ დაარტყა, რაც გაცნობა შესთავაზა და უხეში უარი მიიღო.

დაზარალებულის განცხადებით, მსგავსი რამ საერთოდ არ მომხდარა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ცემის ან სხვაგვარი ძალადობის, 126-ე მუხლით დაიწყო. უწყების ცნობით, კაცი ცხელ კვალზე დააკავეს.

Პ
წყარო პუბლიკა · publika.ge ავტორი: პუბლიკა · გამოქვეყნდა 30.10.2026, 14:02. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ