პარასკევი, 30 ოქტომბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ნინო წილოსანი პაატა ბურჭულაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით IPP-ის წევრების მოთხოვნაზე: თუ ვინმეს სურს, რომ გამოვიდეს თავისუფლებაზე, ეს მხოლოდ და მხოლოდ ბრალის აღიარებით მოხდება, როგორც ყველა დანარჩენმა გააკეთა - ვერანაირი თითის დაქნევა, არალეგიტიმური და უკანონო მითითებები ევროპარლამენტარებისგან ვერ იქნება სახელმწიფოებრიობაზე და კანონზე უფრო მაღლა

„თუ ვინმეს სურს, რომ გამოვიდეს თავისუფლებაზე, ეს მხოლოდ და მხოლოდ ბრალის აღიარებით მოხდება, როგორც ყველა დანარჩენმა გააკეთა“, - ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი „ევროპის სახალხო პა...

ნინო წილოსანი პაატა ბურჭულაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით IPP-ის წევრების მოთხოვნაზე: თუ ვინმეს სურს, რომ გამოვიდეს თავისუფლებაზე, ეს მხოლოდ და მხოლოდ ბრალის აღიარებით მოხდება, როგორც ყველა დანარჩენმა გააკეთა - ვერანაირი თითის დაქნევა, არალეგიტიმური და უკანონო მითითებები ევროპარლამენტარებისგან ვერ იქნება სახელმწიფოებრიობაზე და კანონზე უფრო მაღლა
ფოტო: ინფო 9

„თუ ვინმეს სურს, რომ გამოვიდეს თავისუფლებაზე, ეს მხოლოდ და მხოლოდ ბრალის აღიარებით მოხდება, როგორც ყველა დანარჩენმა გააკეთა“, - ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი „ევროპის სახალხო პარტიის“ 5 წევრის მოთხოვნას პაატა ბურჭულაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ევროპარლამენტარების უკანონო მითითებები ვერ დადგება კანონზე მაღლა.

„4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულთა დიდმა ნაწილმა აღიარა ბრალი და, შესაბამისად, დატოვა საპატიმრო. აქ ორი აზრი არ არსებობს, რომ დანაშაული მოხდა და ეს დაადასტურა ქართულმა სასამართლომ. ამიტომ, თუ ვინმეს სურს, რომ გამოვიდეს თავისუფლებაზე, ეს მხოლოდ და მხოლოდ ბრალის აღიარებით მოხდება, როგორც ყველა დანარჩენმა გააკეთა. ვერანაირი თითის დაქნევა, არალეგიტიმური და უკანონო მითითებები ევროპარლამენტარებისგან ვერ იქნება სახელმწიფოებრიობაზე და კანონზე უფრო მაღლა“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

Ი
წყარო ინფო 9 · info9.ge გამოქვეყნდა 30.10.2026, 14:56. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ