პარასკევი, 30 ოქტომბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

შავ ზღვაში დასაჭერი ქაფშიის კვოტა წელს 90 ათასი ტონით განსაზღვრეს - Batumelebi

თევზჭერა • ქაფშია •

შავ ზღვაში დასაჭერი ქაფშიის კვოტა წელს 90 ათასი ტონით განსაზღვრეს - Batumelebi
ფოტო: ბათუმელები

შავ ზღვაში 2026-2027 წლის სეზონზე 90 ათასო ტონა ქაფშიის მოპოვება იქნება შესაძლებელი. ეს კვოტა გარემოს ეროვნულმა სააგენტომ დაადგინა.

სააგენტოს ინფორმაციით, ქაფშიის მოპოვების აქტიური სეზონი საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში ძირითადად ნოემბრის თვეში იწყება.

„გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა, შავ ზღვაში 2026-2027 წლის თევზის მოსაპოვებელი რესურსის კვოტების რაოდენობა დაადგინეს, მათ შორის ძირითადი სარეწაო სახეობის – ქაფშიის, რომელიც 90 000 ტონას შეადგენს.

ჩატარებული კვლევები თანამედროვე სამეცნიერო მეთოდებსა და საერთაშორისო პრაქტიკაში დანერგილ შეფასების მოდელებს ეფუძნება, რომელთა გამოყენებითაც შესაძლებელია თევზის პოპულაციების სტრუქტურის, ბიომასისა და თევზჭერის ინტენსივობის განსაზღვრა.

აღსანიშნავია, რომ თევზის მოსაპოვებელი რესურსის კვოტების კვლევები ყოველწლიურად, სარეწაო სეზონის დაწყებამდე ხორციელდება, რადგან მარაგების მოპოვებისათვის საუკეთესო პერიოდი ოქტომბრიდან მაისამდე გრძელდება, ხოლო ქაფშიის მოპოვების აქტიური სეზონი საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში ძირითადად ნოემბრის თვეში იწყება“, – წერს სააგენტო.

საქართველოში შავ ზღვაზე თევზჭერის ლიცენზიებს 5 კომპანია ფლობს.

ამ თემაზე: თევზჭერის ბიზნესს ბიუჯეტიდან მილიონებს აძლევენ, ისინი კი „ოცნებას“ სწირავენ ფულს

„თევზჭერის ექსკლუზიური უფლება ფოთში მხოლოდ 5 კომპანიას აქვს, რომელიც მთავრობამ აუქციონის გარეშე გაუგრძელა. სანაცვლოდ მათ მმართველ გუნდს 1.4 მილიონზე მეტი შესწირეს“, – ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“.

ამ თემაზე:

„შავი ზღვა 2036 წლამდე გაყიდულია“ – ვინ მართავს რეალურად ფოთის ეკონომიკურ სექტორებს

Ბ
წყარო ბათუმელები · batumelebi.ge ავტორი: თედო ჯორბენაძე · გამოქვეყნდა 30.10.2026, 14:54. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ