პარასკევი, 30 ოქტომბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

პრემიერი საქართველოში საერთაშორისო აზარტულ ტურნირების ჩატარების ნებართვაზე: "არავითარი განსაკუთრებული ცვლილება არ შემოდის და ფართო დისკუსია არ იყო საჭირო"

არ შემოდის არავითარი განსაკუთრებული ცვლილება. ფართო დისკუსია არ იყო საჭირო ამ საკითხთან დაკავშირებით. მე, საერთოდ არ ვიყავი საქმის კურსში იმდენად უმნიშვნელოა ცვლილება თავისი შინაარსით,- ასე ეხმაურება პრემიერი, ირაკლი კობახიძე იმ ფაქტს, რომ პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით…

პრემიერი საქართველოში საერთაშორისო აზარტულ ტურნირების ჩატარების ნებართვაზე: "არავითარი განსაკუთრებული ცვლილება არ შემოდის და ფართო დისკუსია არ იყო საჭირო"
ფოტო: ამბები

არ შემოდის არავითარი განსაკუთრებული ცვლილება. ფართო დისკუსია არ იყო საჭირო ამ საკითხთან დაკავშირებით. მე, საერთოდ არ ვიყავი საქმის კურსში იმდენად უმნიშვნელოა ცვლილება თავისი შინაარსით,- ასე ეხმაურება პრემიერი, ირაკლი კობახიძე იმ ფაქტს, რომ პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის ამოქმედების შედეგად საქართველოში საერთაშორისო აზარტული ტურნირები გაიმართება.

პრემიერის თქმით, რეალურად ინიციატორები ჰყავს ამ კანონპროექტს და არა ლობისტები.

"ამ კანონპროექტს არავითარი განსაკუთრებული სიახლე არ შემოაქვს. საუბარია კონკრეტული ტიპის ტურნირებზე, მაგალითად, პოკერის ტურნირზე, რომელიც საერთაშორისო სპორტულ არხებზე გადაიცემა. საუბარია აქ კონკრეტული საგადასახადო რეგულაციების შემოღებაზე. არ შემოდის არავითარი განსაკუთრებული ცვლილება. ფართო დისკუსია არ იყო საჭირო ამ საკითხთან დაკავშირებით. მე, საერთოდ არ ვიყავი საქმის კურსში იმდენად უმნიშვნელოა ცვლილება თავისი შინაარსით. ლობისტები ყველა კანონს შეიძლება ჰყავდეს. დიდი ფული თუ სადმე შეიძლება შემოვიდეს, შევა სახელმწიფო ბიუჯეტში საბოლოოდ.

ლობისტებს რაც შეეხება, რეალურად ინიციატორები ჰყავს ამ კანონპროექტს და არა ლობისტები. ეს არ არის რაიმე არსებითი ცვლილება, მეც კი არ ვიცოდი ამ კანონპროექტის შესახებ. მას შემდეგ გავიგე, რაც დაინიცირდა, შემდეგ გაკეთდა განცხადებები. ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის კანონპროექტი, განსაკუთრებული ცვლილება არ შეაქვს არსებულ რეგულაციებში“,- აღნიშნა პრემიერმა.

ცნობისთვის, პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის ამოქმედების შედეგად საქართველოში საერთაშორისო აზარტული ტურნირები გაიმართება. ინიციატივა “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა წარადგინეს და კენჭისყრის შედეგით 73 - მომხრე, 5- წინააღმდეგი, საბოლოო მოსმენით მიიღეს. პროექტის განხილვას და დამტკიცებას ორი პლენარული სხდომა დაეთმო.

Ა
წყარო ამბები · ambebi.ge ავტორი: AMBEBI.GE · გამოქვეყნდა 30.10.2026, 13:44. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 1

ირაკლი კობახიძე საერთაშორისო აზარტულ ტურნირებზე - საერთოდ არ ვიყავი საქმის კურსში, იმდენად უმნიშვნელოა ცვლილება თავისი შინაარსით - არავითარი განსაკუთრებული ცვლილება არ შემოდის და ფართო დისკუსია არ იყო საჭიროინტერპრესნიუსი · 13:33 ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით →

ასევე წაიკითხეთ