"საქართველოს ბანკის" სასტიპენდიო პროგრამა 23 უნივერსიტეტში - გაიგე, სად შეგიძლია მოიპოვო სწავლის დაფინანსება
"საქართველოს ბანკი", როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, სასტიპენდიო პროგრამას ახორცი
"საქართველოს ბანკი", როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც ბაკალავრის საფეხურის სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება 23 პარტნიორ უნივერსიტეტში.რომელ უნივერსიტეტებში შეგიძლია მოიპოვო საქართველოს ბანკის სტიპენდია?საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის პარტნიორი უნივერსიტეტები არიან:თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ)ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტითავისუფალი უნივერსიტეტიაგრარული უნივერსიტეტითბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU)საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (სტუ)თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისაქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (SEU)სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტითელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტიქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU)საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი (GIU)ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისპორტის უნივერსიტეტითეატრისა და კინოს უნივერსიტეტიკონსერვატორიასამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისაქართველოს უნივერსიტეტიპეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიაბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალი ფოთშიპარტნიორი უნივერსიტეტების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე.ვის შეუძლია პროგრამაში მონაწილეობა?პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც პირველკურსელებს, ისე საბაკალავრო საფეხურის სხვა კურსების სტუდენტებს.სტიპენდიატების შერჩევისას უნივერსიტეტები აკადემიურ მოსწრებას (GPA), სამოტივაციო წერილსა და ლიდერობის პოტენციალს აფასებენ. შერჩევის პირველ ეტაპზე განიხილება განაცხადები, შემდეგ კი შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება იმართება. ამასთან, თითოეული უნივერსიტეტი სტიპენდიის მოპოვების დამატებით კრიტერიუმებს ინდივიდუალურად განსაზღვრავს.საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებმა უნდა შეავსონ განაცხადი ვებგვერდზე. საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: ganatleba.bog.geშესაძლებლობები ღიაა, რომ განათლების გზაზე არ გაჩერდე.(R)
ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 2
საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამა 23 უნივერსიტეტში – გაიგე, სად შეგიძლია მოიპოვო სწავლის დაფინანსება |მარკეტერი · 12:24
საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამა 23 უნივერსიტეტში – გაიგე, სად შეგიძლია მოიპოვო სწავლის დაფინანსებაForbes Georgia · 12:47
ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით → 
