პარასკევი, 30 ოქტომბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

სექტემბერში ეკონომიკა 6%-ით გაიზარდა

ეკონომიკური ზრდის ტემპი სექტემბერში, წინ წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6% შეადგინა. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. თვიურ ჭრილში, 2026 წლის სექტემბრის მშპ-ის ზრდის ტემპი 2025 წლის ოქტომბრის შემდეგ ყველაზე დაბალია. 6.8%-მდეა შემცირებული ზრდის ტემპი მესამე კვარტალშიც. საქსტატის ცნობით…

სექტემბერში ეკონომიკა 6%-ით გაიზარდა
ფოტო: ნეტგაზეთი

ეკონომიკური ზრდის ტემპი სექტემბერში, წინ წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6% შეადგინა. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

თვიურ ჭრილში, 2026 წლის სექტემბრის მშპ-ის ზრდის ტემპი 2025 წლის ოქტომბრის შემდეგ ყველაზე დაბალია. 6.8%-მდეა შემცირებული ზრდის ტემპი მესამე კვარტალშიც.

საქსტატის ცნობით, სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მშენებლობამ, ინფორმაცია და კომუნიკაციამ, სამთომოპოვებითმა მრეწველობამ, ვაჭრობამ, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებმა შეიტანა მნიშვნელოვანი როლი. დამამუშავებელი მრეწველობის, ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობების სექტორებში კი კლების ტენდენცია დაფიქსირდა.

სექტემბერში ექსპორტი 19.6%-ით, იმპორტი 5.3%-ით და საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 9.2%-ით გაიზარდა. პარალელურად 5.6%-მდე გაიზარდა სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპიც (ინფლაცია).

მონაცემები იმის შესახებ ჩაშლილად, რომელ სექტორში რა მოცულობის ზრდა ან კლება დაფიქსირდა მესამე კვარტალში, დეკემბერში გამოქვეყნდება.

Ნ
წყარო ნეტგაზეთი · netgazeti.ge ავტორი: გიორგი ელიზბარაშვილი · გამოქვეყნდა 30.10.2026, 12:36. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ