პარასკევი, 30 ოქტომბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

არჩილ გორდულაძე - ბატონმა სიორიძემ რაც იკადრა, რომ სუსი თურმე, უსმენს მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებს, არის აბსოლუტური ტყუილი და დეზინფორმაცია

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე, „ლელოს" ერთ-ერთ ლიდერს გიორგი სიორიძეს მიმართავს და მოუწოდებს, თავი დაანებოს ტყუილებისა და

არჩილ გორდულაძე - ბატონმა სიორიძემ რაც იკადრა, რომ სუსი თურმე, უსმენს მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებს, არის აბსოლუტური ტყუილი და დეზინფორმაცია
ფოტო: ფრონტნიუსი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე, „ლელოს" ერთ-ერთ ლიდერს გიორგი სიორიძეს მიმართავს და მოუწოდებს, თავი დაანებოს ტყუილებისა და დეზინფორმაციის გავრცელებას.მისი თქმით, ტყუილია და ყველა ზღვარს სცდება სიორიძის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე გაჟღერებული განცხადება, თითქოს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებს უსმენს."ბატონმა სიორიძემ გასაგებია, რომ გუშინ ვერ დაიოკა და ახლა მაინც დაიოკოს ნერვები და დაანებოს თავი აქ ტყუილების გამეორებას და დეზინფორმაციის გავრცელებას. თქვენ არავინ გეკითხებათ, საერთოდ სიტყვას როგორ ახსენებთ მართლმადიდებლურ ეკლესიაზე და სახელმწიფო უსაფრთხოებაზე. ბატონმა სიორიძემ რაც იკადრა და ამას აკეთებს საკონსტიტუციო სასამართლოში, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თურმე უსმენს მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებს, ეს არის აბსოლუტური ტყუილი და დეზინფორმაცია და ამას კადრულობს ბატონი სიორიძე სასამართლოს წინაშე. ასეთი ტყუილის გავრცელება უკვე აღმაშფოთებელია, ყველანაირ ზღვარს გადასულია“,- განაცხადა გორდულაძემ.

Ფ
წყარო ფრონტნიუსი · frontnews.ge ავტორი: Frontnews · გამოქვეყნდა 30.10.2026, 12:38. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 2

არჩილ გორდულაძე: ბატონმა სიორიძემ რაც იკადრა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თურმე, უსმენს მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებს, არის აბსოლუტური ტყუილი და დეზინფორმაციაინფო 9 · 12:15 გორდულაძე: სუსი თურმე უსმენს ეკლესიის წარმომადგენლებს, აბსოლუტური ტყუილია - Batumelebiბათუმელები · 13:13 ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით →

ასევე წაიკითხეთ