ALDE - „ქართული ოცნება“ ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ცდილობს, მხარს ვუჭერთ „ლელოს“ და მის ლიბერალ პარტნიორებს - თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული საქართველოსთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა
მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ცდილობს, მათ შორისაა პარტია
30.10.2026 / 11:59
მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ცდილობს, მათ შორისაა პარტია „ლელო“ - ALDE-ს (ევროპელი ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის) წევრი და კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ნაწილი, - ამის შესახებ “ევროპელი ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის” (ALDE) კომუნიკაციების ასისტენტი, აოიფ დევერე წერს.
მისი განცხადებით, წარმატების შემთხვევაში, ამ ნაბიჯმა შესაძლოა ასობით ათასი ამომრჩეველი გაურკვეველ პოლიტიკურ მდგომარეობაში დატოვოს.
“ქვეყნის ლიბერალური ძალები საპასუხო ქმედებისთვის ერთიანდებიან. „ლელო“, რომელიც 2024 წლის სადავო საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ შემადგენლობაში მონაწილეობდა, ახლა იმ პარტიებს შორისაა, რომლებსაც აკრძალვა ემუქრება. ვინაიდან მომდევნო საპარლამენტო არჩევნები 2028 წელსაა დაგეგმილი, ეს ნაბიჯი პოლიტიკურ ასპარეზზე მთავარ კონკურენტებს ჩამოაშორებს და დემოკრატიულ კონკურენციას კიდევ უფრო შეზღუდავს”, - წერს ALDE-ს კომუნიკაციების ასისტენტი.
მისი განმარტებით, ლიბერალები მკაცრად გმობენ შემოთავაზებულ აკრძალვას და მოითხოვენ საქმის უკან გატანას, ასევე მოითხოვენ ევროკავშირის მიერ უფრო მკაცრი, მიზანმიმართული სანქციების დაწესებას იმ პირების მიმართ, ვინც პასუხისმგებელია დარბევაზე.
“ეს ნაბიჯი დისიდენტობის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი რეპრესიების ფონზე ხორციელდება. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოპონენტები „ლიბერალ ფაშისტებად“ მოიხსენია, ხოლო ხელისუფლებამ გაამკაცრა შეზღუდვები საპროტესტო აქციებზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიაზე. მთავრობის მიდგომა შედარებულია რუსეთის მიერ ოპოზიციის რეპრესიებთან”, - წერს ALDE-ს კომუნიკაციების ასისტენტი.
მისი განცხადებით, ქართველი ლიბერალებისთვის ეს ბრძოლა მხოლოდ ხუთი პარტიის ბედს არ ეხება. საქმე ეხება იმას, შეძლებენ თუ არა ამომრჩევლები თავიანთი წარმომადგენლების თავისუფლად არჩევას და შეძლებს თუ არა ქვეყანა ევროპული მომავლისკენ სვლას მაშინ, როდესაც მისი დემოკრატიული თავისუფლება იზღუდება.
“ALDE-ს პარტია მხარს უჭერს „ლელოსა“ და მის ლიბერალ პარტნიორებს. თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული საქართველოსთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა”, - წერს ALDE-ს კომუნიკაციების ასისტენტი.
ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 1
ALDE - „ქართული ოცნება“ ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ცდილობს, მხარს ვუჭერთ „ლელოს“ და მის ლიბერალ პარტნიორებს - თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული საქართველოსთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულაპალიტრანიუსი · 00:00
ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით → 

