"მეგონა, რომ ხუმრობა იყო" - წლის ყველაზე სექსუალურ მამაკაცად ნოა უაილი დასახელდა
მსახიობი ნოა უაილი ჟურნალმა People-მა 2026 წლის ყველაზე სექსუალურ მამაკაცად დაასახელა. ჟურნალთან ინტერვიუში უაილმა აღიარა, რომ თავდაპირველად ინფორმაცია ხუმრობა ეგონა და ვერ წარმოიდგენდა, თუ ოდესმე ამ სტატუსს მიიღებდა. "მეგონა, რომ ეს ხუმრობა იყო. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ასეთი პატივი…
მსახიობი ნოა უაილი ჟურნალმა People-მა 2026 წლის ყველაზე სექსუალურ მამაკაცად დაასახელა.
-
ჟურნალთან ინტერვიუში უაილმა აღიარა, რომ თავდაპირველად ინფორმაცია ხუმრობა ეგონა და ვერ წარმოიდგენდა, თუ ოდესმე ამ სტატუსს მიიღებდა.
"მეგონა, რომ ეს ხუმრობა იყო. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ასეთი პატივი მერგებოდა“, - აღნიშნა მსახიობმა.

აღსანიშნავია, რომ ტიტული სხვადასხვა დროს მიუღიათ მელ გიბსონს, პატრიკ დემპსის, კრის ევანსს, პოლ რუდს, მაიკლ ბ. ჯორდანს, ჯონ ლეჯენდსა და იდრის ელბას.
ნოა უაილმა პოპულარობა 1994 წელს მოიპოვა, როდესაც NBC-ის სამედიცინო დრამაში ER ექიმი ჯონ კარტერი განასახიერა. სერიალში ის ჯორჯ კლუნის, ენტონი ედვარდსის, შერი სტრინგფილდისა და ჯულიანა მარგულისის გვერდით თამაშობდა. ამ როლმა მსახიობს არაერთი ჯილდოს ნომინაცია მოუტანა და ფართო აუდიტორიას გააცნო.
ER-ის დასრულებიდან წლების შემდეგ უაილი კვლავ სამედიცინო დრამას დაუბრუნდა. HBO-ს სერიალში The Pitt. ის ექიმ მაიკლ "რობი“ რობინავიჩის როლს ასრულებს. პროექტმა დიდი წარმატება მოიპოვა, მსახიობს კი ამ როლისთვის 2026 წელს ოქროს გლობუსი გადაეცა.
The Pitt-ის მესამე სეზონის პრემიერა 2027 წლის იანვარშია დაგეგმილი.
