პარასკევი, 30 ოქტომბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

სილამაზის კონკურსში, სადაც ბიკინის ტური არ ტარდება, ქართველმა მოცეკვავემ გაიმარჯვა - გაიცანით "მის აზია გლობალის" გამარჯვებული ანი სტეფანიშვილი (ფოტოები)

18 წლის ქართველმა მოდელმა და პროფესიონალმა მოცეკვავემ, ანი სტეფანიშვილმა, საერთაშორისო სილამაზის კონკურსის - Miss Asia Global 2026-ის მთავარი გვირგვინი მოიპოვა. მალაიზიის ქალაქ პენანგში გამართულ ფინალში მან 37 ქვეყნის წარმომადგენელს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა. საქართველოსთვის ეს კონკურსის…

სილამაზის კონკურსში, სადაც ბიკინის ტური არ ტარდება, ქართველმა მოცეკვავემ გაიმარჯვა - გაიცანით "მის აზია გლობალის" გამარჯვებული ანი სტეფანიშვილი (ფოტოები)
ფოტო: ამბები

18 წლის ქართველმა მოდელმა და პროფესიონალმა მოცეკვავემ, ანი სტეფანიშვილმა, საერთაშორისო სილამაზის კონკურსის - Miss Asia Global 2026-ის მთავარი გვირგვინი მოიპოვა. მალაიზიის ქალაქ პენანგში გამართულ ფინალში მან 37 ქვეყნის წარმომადგენელს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა. საქართველოსთვის ეს კონკურსის ისტორიაში პირველი გამარჯვებაა.

snapinstato_864825897_18103507739385974_2839515858925423466_n-41308.jpg

  • ფინალი 24 ოქტომბერს გაიმართა. პირველი ვიცე-მისის ტიტული მალაიზიის წარმომადგენელმა ჯინგ ენმა მიიღო, მეორე ადგილი უზბეკეთის მონაწილეს ერგო, მესამე - ტაილანდის, ხოლო მეოთხე - მექსიკის წარმომადგენელს.

ani_stefanishvilijpeg1-39478.png

გამარჯვების შემდეგ ანი სტეფანიშვილმა სოციალურ ქსელში ემოციები გააზიარა. როგორც თავად წერს, იმ მომენტში, როდესაც სცენაზე საქართველოს სახელი გაიგო და გამარჯვება გააცნობიერა, პირველი, რაც იგრძნო, პირადი წარმატების სიხარული კი არა, სამშობლოს სახელით მოპოვებული გამარჯვების სიამაყე იყო.

ani_stefanishvili-39503.jpeg

"როდესაც სცენაზე საქართველოს სახელი გავიგე და გავიაზრე, რომ გავიმარჯვე, პირველი, რაც ვიფიქრე, არ ყოფილა ის, რომ მე, ანი სტეფანიშვილმა, კონკურსი მოვიგე. ჩემი პირველი ემოცია იყო ის, რომ ჩემი სამშობლო ვასახელე, ჩემს ქვეყანას კიდევ ერთი გამარჯვება მოვუტანე და ჩემს მიზანს მივაღწიე“, - წერს ანი.

snapinstato_877622093_18103507874385974_7245952308894878941_n-41329.jpg

მისივე თქმით, ეს გამარჯვება მისთვის გაცილებით მეტია, ვიდრე გვირგვინი ან ტიტული. ის მას საკუთარი ქვეყნის, ოჯახის, გუნდისა და ყველა იმ ადამიანის წარმატებად მიიჩნევს, ვისაც მისი სჯეროდა.

mis_azia-39554.jpg

"დღეს ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ მსოფლიოს სცენაზე საქართველოს სახელი გავაჟღერე და კიდევ ერთხელ დავამტკიცე, რომ პატარა ქვეყანასაც შეუძლია დიდი გამარჯვებების მოპოვება, როდესაც მის შვილს დიდი მიზანი და სამშობლოს სიყვარული ამოძრავებს. ეს გვირგვინი ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა და პირობა, რომ ყოველთვის ღირსეულად ვატარებ ჩემი ქვეყნის სახელს“, - აღნიშნავს გამარჯვებული.

რა არის Miss Asia Global?

Miss Asia Global საერთაშორისო სილამაზის კონკურსია, რომლის ორგანიზატორი კომპანია Pegasus Global-ია. პროექტი თავდაპირველად ინდოეთში შეიქმნა, თუმცა ბოლო წლებში მისი მთავარი ღონისძიებები მალაიზიის ქალაქ პენანგში იმართება. კონკურსის მფლობელი და ლიცენზიის გამცემი House of Pegasus-ის დამფუძნებელი დოქტორი აჯიტ რავია.

კონკურსის კონცეფცია ტრადიციული სილამაზის შეჯიბრებისგან გარკვეულწილად განსხვავდება. ორგანიზატორები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ მონაწილეთა ნიჭზე, ინტელექტზე, პიროვნულ თვისებებსა და კულტურულ იდენტობაზე. კონკურსში ბიკინის ტური არ ტარდება - მონაწილეები საკუთარ შესაძლებლობებს სხვადასხვა ეტაპზე წარმოაჩენენ.

bikini-39590.jpg

შეფასების პროგრამა რამდენიმე მიმართულებას მოიცავს: ეროვნული სამოსის წარდგენას, საღამოს კაბებში გამოსვლას, შემოქმედებითი შესაძლებლობების დემონსტრირებასა და ჟიურისთან გასაუბრებას.

მონაწილეებს აფასებენ არა მხოლოდ გარეგნობის, არამედ მათი ინდივიდუალობისა და სცენაზე საკუთარი ქვეყნის წარმოჩენის უნარის მიხედვით.

კონკურსი აზიისა და ევრაზიის ქვეყნებთან ერთად ევროპის, ამერიკისა და სხვა რეგიონების წარმომადგენლებსაც აერთიანებს. მისი მიზანია სხვადასხვა კულტურის გაცნობა, ქალთა შესაძლებლობების წარმოჩენა და საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავება. პენანგში გამართული ღონისძიება ასევე ემსახურება მასპინძელი ქალაქის კულტურისა და ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას.

Miss Asia Global-ის ტიტულის მოპოვება გამარჯვებულისთვის მხოლოდ გვირგვინით არ შემოიფარგლება. ორგანიზატორების ინფორმაციით, კონკურსის გამარჯვებულებს შესაძლებლობა ეძლევათ, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო მოდის კვირეულებში, საქველმოქმედო და ტურისტულ კამპანიებში და ითანამშრომლონ სხვადასხვა საერთაშორისო სააგენტოსთან.

Ა
წყარო ამბები · ambebi.ge ავტორი: AMBEBI.GE · გამოქვეყნდა 30.10.2026, 11:30. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ