პარასკევი, 30 ოქტომბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

აშშ-ში ორი ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა - არიან დაღუპულები

აშშ-ის ორეგონის შტატის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, აეროპორტის სიახლოვეს, ჰაერში ორი ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. იამჰილის ოლქის შერიფმა, სემ ელიოტმა ხუთშაბათს საღამოს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ერთ-ერთ ვერტმფრენში ორი…

აშშ-ში ორი ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა - არიან დაღუპულები
ფოტო: ამბები

აშშ-ის ორეგონის შტატის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, აეროპორტის სიახლოვეს, ჰაერში ორი ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

  • იამჰილის ოლქის შერიფმა, სემ ელიოტმა ხუთშაბათს საღამოს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ერთ-ერთ ვერტმფრენში ორი ადამიანი იმყოფებოდა: ფრენის ინსტრუქტორი ტეხასიდან - 22 წლის მედი ასბო და კურსანტი პილოტი გაერთიანებული სამეფოდან.

შერიფის თქმით, კურსანტის ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება, რადგან ოჯახისთვის მომხდარის შესახებ ჯერ არ უცნობებიათ. შერიფის განცხადებით, მეორე ვერტმფრენის პილოტი, რომელიც ხომალდში მარტო იმყოფებოდა, 38 წლის ტაილერ სტურდევანტია, ქალაქ ნიუბერგიდან.

ავიაკატასტროფას ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭო (NTSB) იძიებს. გამოძიებაში ასევე ჩართულია ფედერალური საავიაციო ადმინისტრაცია (FAA). NTSB-ის ცნობით, ერთმანეთს Robinson R-22-ისა და Airbus AS350-ის ტიპის ვერტმფრენები შეეჯახა.

Ა
წყარო ამბები · ambebi.ge ავტორი: AMBEBI.GE · გამოქვეყნდა 30.10.2026, 09:29. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ