პარასკევი, 30 ოქტომბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

“გავრცელებული ინფორმაციით, ერთი კვირის განმავლობაში, ბათუმში, ზედოზირების 5 შემთხვევა დაფიქსირდა“ - ნარკოლოგი საზოგადოებას აფრთხილებს

ექიმი-ნარკოლოგი და პარტია "ფედერალისტების" წევრი ზურა სიხარულიძე ბათუმში არსებული საგანგაშო ვითარების შესახებ წერს და საზოგადოებას აფრთხილებს: “ფაქტები და გაფრთხილება ბათუმში! გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ბათუმში ზედოზირების 5 შემთხვევა დაფიქსირდა. ვრცელდება ინფორმაცია…

“გავრცელებული ინფორმაციით, ერთი კვირის განმავლობაში, ბათუმში, ზედოზირების 5 შემთხვევა დაფიქსირდა“ - ნარკოლოგი საზოგადოებას აფრთხილებს
ფოტო: ამბები

ექიმი-ნარკოლოგი და პარტია "ფედერალისტების" წევრი ზურა სიხარულიძე ბათუმში არსებული საგანგაშო ვითარების შესახებ წერს და საზოგადოებას აფრთხილებს:

“ფაქტები და გაფრთხილება ბათუმში!

გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ბათუმში ზედოზირების 5 შემთხვევა დაფიქსირდა.

ვრცელდება ინფორმაცია ვარდისფერი ფხვნილის შესახებ, რომელსაც მეტადონად ასაღებენ. არსებობს ეჭვი, რომ შესაძლოა საშიშ სინთეზურ ოპიოიდებს შეიცავდეს, თუმცა შემადგენლობა როგორც ჩანს უცნობია, იწვევს ძლიერ “პრიხოდს”.

არ მიიღოთ უცნობი ნივთიერება! ზედოზირების ნიშნებისას დაუყოვნებლივ დარეკეთ 112-ზე. ნალოქეონი თუ გაქვთ გამოიყენეთ.

“დაბალანსებული“ და 4 სვეტიანი ნარკოპოლიტიკაა ეს? რომ უყვებით ნარკოპოლიტიკის ექსპერტს თბილისში. ადამიანების სიცოცხლეს უნდა იცავდეს და არა მხოლოდ ქაღალდზე არსებობდეს! რამდენი ადამიანის სიცოცხლე უნდა დადგეს საფრთხის ქვეშ, რომ მიხვდეთ რა ხდება? ამას როგორ კადრულობთ უბრალოდ?“ - წერს ზურა სიხარულიძე.

Ა
წყარო ამბები · ambebi.ge ავტორი: AMBEBI.GE · გამოქვეყნდა 29.10.2026, 21:09. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ