პარასკევი, 30 ოქტომბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

“ქართველებმა უნდა მივიღოთ მონაწილეობა რუსეთის პოლიტიკაში - აფხაზეთთან და ოსეთთან ერთად უნდა შევიდეთ და ვიყოთ სამოკავშირეო სახელმწიფოში: რუსეთი, ბელორუსი და საქართველო“ - მამუკა ფიფია

რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის მამუკა ფიფიას განცხადებით, მისი და ოთარ ფარცხალაძის მიერ დაფუძნებული ფონდის მიზანი რუსეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების გაღრმავება და სხვადასხვა სფეროებში მჭიდრო ინტეგრაციაა. "ჩვენ ყველასთან ვითანამშრომლებთ, ვინც იქნება ჩართული ქართულ-რუსული ურთიერთობების…

“ქართველებმა უნდა მივიღოთ მონაწილეობა რუსეთის პოლიტიკაში - აფხაზეთთან და ოსეთთან ერთად უნდა შევიდეთ და ვიყოთ სამოკავშირეო სახელმწიფოში: რუსეთი, ბელორუსი და საქართველო“ - მამუკა ფიფია
ფოტო: ამბები

რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის მამუკა ფიფიას განცხადებით, მისი და ოთარ ფარცხალაძის მიერ დაფუძნებული ფონდის მიზანი რუსეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების გაღრმავება და სხვადასხვა სფეროებში მჭიდრო ინტეგრაციაა.

"ჩვენ ყველასთან ვითანამშრომლებთ, ვინც იქნება ჩართული ქართულ-რუსული ურთიერთობების დარეგულირების საკითხში... რაც შეეხება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას, ჩვენ არაერთი განცხადება გაგვიკეთებია, როგორც პარტიას, სოლიდარობა - მშვიდობისთვის და დღესაც ვაცხადებთ - მოვიდა დრო დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის.

უნდა მოხდეს ინტეგრაცია ქართველების არა მარტო სამედიცინო, კულტურის და სპორტის სფეროში, არამედ პოლიტიკაშიც. ეს ნდობა უნდა აღდგეს და ქართველებმა უნდა მივიღოთ მონაწილეობა რუსეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

რაც შეეხება ფონდს, ფონდი რა თქმა უნდა ხელს შეუწყობს ხალხთა შორის დიპლომატიას და ნდობის აღდგენას - ეს გვაქვს ჩვენ განცხადებული. ჩვენ ერთად უნდა შევიდეთ აფხაზეთთან და ოსეთთან და ვიყოთ სამოკავშირეო სახელმწიფოში - რუსეთი, ბელორუსი და საქართველო, ერთად, ცალ-ცალკე არა", - ამბობს პრორუსი ბიზნესმენი, მამუკა ფიფია "ფორმულასთან" საუბარში.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მამუკა ფიფიამ ოთარ ფარცხალაძესთან ერთად "რუსეთ-საქართველოს ერთიანობის" ფონდი დააფუძნა. ფონდმა კობახიძესა და პუტინს ერთობლივი წერილითაც მიმართა და სხვა თხოვნებთან ერთად, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისკენაც მოუწოდა.

იხილეთ ასევე:

Ა
წყარო ამბები · ambebi.ge ავტორი: AMBEBI.GE · გამოქვეყნდა 29.10.2026, 19:46. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ