პარასკევი, 30 ოქტომბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

დავით მათიკაშვილი - ევროკავშირის დამოკიდებულება, განსაკუთრებით გაფართოების საკითხში, უსამართლოა - ტყუილზე დაფუძნებული მცდელობა ქართველი ხალხის დაჩაგვრისა, დიდ ნეგატივს იმსახურებს ერში და სწორედ ესაა ევროსკეპტიციზმის გაღვივების ძირითადი მიზეზი

როდესაც მოლდოვას და უკრაინას საქართველოს წინ აყენებენ, ბუნებრივია, ეს ქართველი ერის მხრიდან ძალიან დიდ ნეგატივს იმსახურებს და

დავით მათიკაშვილი - ევროკავშირის დამოკიდებულება, განსაკუთრებით გაფართოების საკითხში, უსამართლოა - ტყუილზე დაფუძნებული მცდელობა ქართველი ხალხის დაჩაგვრისა, დიდ ნეგატივს იმსახურებს ერში და სწორედ ესაა ევროსკეპტიციზმის გაღვივების ძირითადი მიზეზი
ფოტო: ინტერპრესნიუსი

29.10.2026 / 16:44

დავით მათიკაშვილი - ევროკავშირის დამოკიდებულება, განსაკუთრებით გაფართოების საკითხში, უსამართლოა - ტყუილზე დაფუძნებული მცდელობა ქართველი ხალხის დაჩაგვრისა, დიდ ნეგატივს იმსახურებს ერში და სწორედ ესაა ევროსკეპტიციზმის გაღვივების ძირითადი მიზეზი

როდესაც მოლდოვას და უკრაინას საქართველოს წინ აყენებენ, ბუნებრივია, ეს ქართველი ერის მხრიდან ძალიან დიდ ნეგატივს იმსახურებს და ეს არის სწორედ ევროსკეპტიციზმის გაღვივების ძირითადი მიზეზი ჩვენს საზოგადოებაში, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც ევროკომისიის გაფართოების შესახებ ანგარიშთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

მისი თქმით, „ევროკომისიის ანგარიშები ორმაგ სტანდარტებსა და ტყუილზეა დაფუძნებული, რადგან არ ითვალისწინებს რეალურ მონაცემებს, სადაც საქართველო კანონის უზენაესობის, კორუფციასთან ბრძოლისა და მართლმსაჯულების გამჭვირვალობის კუთხით არა მხოლოდ კანდიდატ, არამედ ევროკავშირის ზოგიერთ წევრ ქვეყანასაც უსწრებს”.

„იმდენად უსამართლოა ევროკავშირის დამოკიდებულება, განსაკუთრებით გაფართოების საკითხში, ორმაგ სტანდარტზეა დაფუძნებული. ყველა რეალური ანგარიშით, რომელსაც ევროკომისია აქვეყნებს და არ არის დაფუძნებული ევროკომისიის დაკვეთითვე შედგენილ სხვადასხვა ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ შექმნილ ანგარიშზე, საქართველო უსწრებს აბსოლუტურად ყველა კანდიდატ ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე, ღირებულებების დაცვის, კანონის უზენაესობის, სასამართლოს გამჭვირვალეობის, ხელისუფლების ეფექტურობის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის და ა.შ. უამრავი მიმართულებით. ყველა ამ მიმართულებით უსწრებს არა მხოლოდ კანდიდატ, არამედ ხშირ შემთხვევაში ევროკავშირის ზოგიერთ წევრ ქვეყანასაც კი. როდესაც არ ეყრდნობა ევროკომისია ამ ანგარიშებს და ამ ყველაფერს არ ვიცი მე, რა წყაროებზე დაყრდნობით აქვეყნებს, ბუნებრივია, არანაირი ნდობა ასეთ დოკუმენტს და ასეთ კვლევას არ აქვს და ვერ ექნება. იმიტომ რომ ორმაგი სტანდარტი, ტყუილი და ტყუილზე დაფუძნებული მცდელობა ქართველი ხალხის და ჩვენი საზოგადოების დაჩაგვრისა, როდესაც მოლდოვას და უკრაინას საქართველოს წინ აყენებენ, ბუნებრივია, საქართველოს და ქართველი ერის მხრიდან ძალიან დიდ ნეგატივს იმსახურებს და ეს არის სწორედ ევროსკეპტიციზმის გაღვივების ძირითადი მიზეზი ჩვენს საზოგადოებაში, რაც რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა,“ - განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, ევროკომისია გაფართოების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს 4 ნოემბერს გამოაქვეყნებს.

Ი
წყარო ინტერპრესნიუსი · interpressnews.ge გამოქვეყნდა 29.10.2026, 16:44. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ