ყველაფერი, რაც "საქართველოს ბანკის" სასტიპენდიო პროგრამის შესახებ უნდა იცოდე
"საქართველოს ბანკი", როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, სასტიპენდიო პროგრამას ახორცი
"საქართველოს ბანკი", როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს შესაძლებლობა აძლევს, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება 23 პარტნიორ უნივერსიტეტში.სტიპენდია სწავლის ერთი წლის განმავლობაში სრულ ან ნაწილობრივ დაფინანსებას ითვალისწინებს, კანდიდატების შერჩევა კი აკადემიური მოსწრების, სამოტივაციო წერილისა და გასაუბრების საფუძველზე ხდება.ვის შეუძლია საქართველოს ბანკის სტიპენდიის მიღება?პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც პირველკურსელებს, ისე საბაკალავრო საფეხურის სხვა კურსების სტუდენტებს. შერჩევისას ყურადღება ექცევა სტუდენტების აკადემიურ მოსწრებას (GPA), სამოტივაციო წერილსა და ლიდერობის პოტენციალს. ამასთან, თითოეული პარტნიორი უნივერსიტეტი სტიპენდიის მოპოვების დამატებით კრიტერიუმებს ინდივიდუალურად განსაზღვრავს.როგორია შერჩევის პროცესი?საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებმა უნდა შეავსონ განაცხადი ვებგვერდზე. შერჩევა რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს:განაცხადების შერჩევა: უნივერსიტეტები განიხილავენ კანდიდატების აკადემიურ მოსწრებასა და სამოტივაციო წერილებს;გასაუბრება: შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას, რის შემდეგაც გამოვლინდებიან სტიპენდიატები.რომელ უნივერსიტეტებში შეგიძლია სტიპენდიის მოპოვება?საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის პარტნიორი 23 უნივერსიტეტია:თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ)ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტითავისუფალი უნივერსიტეტიაგრარული უნივერსიტეტითბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU)საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (სტუ)თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისაქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (SEU)სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტითელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტიქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU)საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი (GIU)ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისპორტის უნივერსიტეტითეატრისა და კინოს უნივერსიტეტიკონსერვატორიასამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისაქართველოს უნივერსიტეტიპეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიაბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალი ფოთშისაქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: ganatleba.bog.geშესაძლებლობები ღიაა, რომ განათლების გზაზე არ გაჩერდე.(R)
ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 3
ყველაფერი, რაც საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის შესახებ უნდა იცოდეForbes Georgia · 17:49
ყველაფერი, რაც საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის შესახებ უნდა იცოდემარკეტერი · 17:51
ყველაფერი, რაც საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის შესახებ უნდა იცოდეპრაიმტაიმი · 15:49
ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით → 