პარასკევი, 30 ოქტომბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

The Digital Banker-ის აღიარება - თამაში, რომელმაც მობაილბანკის მომხმარებლები გააერთიანა | Marketer

„წლის საუკეთესო ციფრული ინიციატივა საქართველოში” – ეს ჯილდო თიბისის მობაილბანკში ინტეგრირებულმა თამაშმა, „საგანძურის მარათონმა”, The Digital Banker-ის Global

The Digital Banker-ის აღიარება - თამაში, რომელმაც მობაილბანკის მომხმარებლები გააერთიანა | Marketer
ფოტო: მარკეტერი

„წლის საუკეთესო ციფრული ინიციატივა საქართველოში” – ეს ჯილდო თიბისის მობაილბანკში ინტეგრირებულმა თამაშმა, „საგანძურის მარათონმა”, The Digital Banker-ის Global Retail Banking Innovations Awards 2026-ზე მიიღო. მან ნახევარ მილიონამდე მომხმარებელი გააერთიანა და ბანკის ციფრული გამოცდილების მიღება სახალისო შეჯიბრებად აქცია, სადაც სხვადასხვა მარტივი ქმედების შესრულებით მონეტების დაგროვება და ფულადი პრიზების მოგება იყო შესაძლებელი. მეტი კრეატიულობისთვის მოთამაშეები ოთხ საგვარეულოში იყვნენ გაერთიანებული და ფინალში გადასასვლელად ერთად აგროვებდნენ ქულებს. სწორედ ეს იყო ამ მარათონის მთავარი პრინციპიც – არა მხოლოდ გამარჯვება, არამედ გუნდურობა.

პროექტს თამაშის გარდა კამპანიის სახეც ჰქონდა და, ჯამში, ორ თვეს გასტანა. მარკეტინგულად თუ შევხედავთ, შედეგებიც შთამბეჭდავია. 

„საგანძურის მარათონში” სულ 500,000-ამდე მომხმარებელი ჩაერთო, 400-ამდე მომხმარებელი ფულადი პრიზებით დაჯილდოვდა და მონაწილეებს შორის 250,000 ლარის საპრიზო ფონდი განაწილდა. 

ცხადია, ამ მასშტაბის  პროექტის შექმნა ერთი პატარა გუნდით თითქმის წარმოუდგენელია და ამას თავად თიბისიშიც გვიდასტურებენ. თამაშ–მარათონზე ერთდროულად მუშაობდნენ მობაილბანკის, ვებპლატფორმის, მარკეტინგის, კომუნიკაციების, ლოიალურობისა და ინფრასტრუქტურის გუნდები. ბიზნესმიმართულების მარკეტერი თეკლა ზღუდაძეც ერთ–ერთია, ვინც საგანძურის მარათონის შექმნაში მონაწილეობდა. როგორც ის marketer-ს უყვება, ყველაფერი ერთი მარტივი იდეით დაიწყო – მობაილბანკი და ყოველდღიური ფინანსები მომხმარებლებისთვის გამხდარიყო არა რუტინული საქმე, არამედ სახალისო გამოცდილება. 

თეკლა ზღუდაძე:

გადახდები, გადარიცხვები, ბალანსის შემოწმება აუცილებელი და რაციონალური მოქმედებებია, თუმცა, მობაილბანკში ყოველდღიურად სულ უფრო მეტი სერვისი ჩნდება, რომლებიც მომხმარებლის ცხოვრებას ამარტივებს. ჩვენი გამოწვევა იყო, ეს შესაძლებლობები მომხმარებლისთვის უფრო საინტერესოდ და ბუნებრივად გვეჩვენებინა.

ამიტომ დავფიქრდით: რატომ არ უნდა ვაქციოთ ყოველდღიური საბანკო აქტივობები თამაშად, სადაც ყოველი ნაბიჯი რაღაც ახლის აღმოჩენას ემსახურება?

ასე გაჩნდა „საგანძურის მარათონი“ – თამაში, სადაც რეალური საბანკო მოქმედებები მისიებად იქცა. საბოლოოდ კი, მივიღეთ თითქმის ნახევარი მილიონი მომხმარებელი, რომელმაც მობაილბანკი სრულიად ახალი კუთხით აღმოაჩინა.

M: როგორ შეარჩიეთ თამაშის კონცეფცია, წესები და მოტივაციის მექანიზმები ისე, რომ მომხმარებელს მხოლოდ პრიზების მოგება კი არა, თავად პროცესშიც მონაწილეობა სდომებოდა?

თავიდანვე გვინდოდა, თამაშს უბრალოდ მექანიკა კი არა, საკუთარი სამყარო და ისტორია ჰქონოდა. ამიტომ შევქმენით ოთხი საგვარეულო – ოთხი განსხვავებული „სახლი“, საკუთარი ხასიათით, სიმბოლიკითა და ინტერესებით. მომხმარებელი კისაგვარეულოში თავისი ცხოვრების სტილისა და საბანკო ჩვევების მიხედვით ხვდებოდა, რაც გამოცდილებას უფრო პერსონალურს ხდიდა.

ამავდროულად, გვინდოდა კონკურენცია მხოლოდ ინდივიდუალური არ ყოფილიყო. მომხმარებლის მიერ დაგროვილი მონეტები მის საგვარეულოსაც ეხმარებოდა, ამიტომ თითოეულ მოქმედებას საერთო მნიშვნელობა ენიჭებოდა. 

ამას დაემატა მისიები, პროგრესი და სხვადასხვა ეტაპზე მოგების შესაძლებლობა – ანუ მომხმარებელს მუდმივად ვუქმნდით პატარა მიზანს, რომლისთვისაც თამაშში დაბრუნება ღირდა.

ჩვენთვის მთავარი იყო, რომ პრიზი მოტივაციის ნაწილი ყოფილიყო და არა თამაშის ერთადერთი მიზეზი. გვინდოდა, თავად თამაშისადმი ინტერესი გამხდარიყო ჩართულობის მთავარი წყარო. 

M: პროექტზე სხვადასხვა გუნდი მუშაობდა. როგორ მიმდინარეობდა თანამშრომლობა იდეის შექმნიდან კამპანიის გაშვებამდე და რა აღმოჩნდა ყველაზე რთული ამდენი განსხვავებული მიმართულების ერთ პროექტში გაერთიანებისას?

იმისთვის, რომ ასეთი მასშტაბის პროექტი ერთიან გამოცდილებად ქცეულიყო, თავიდანვე საერთო ხედვაზე შევთანხმდით – ყველას ერთნაირად გვესმოდა არა მხოლოდ რას ვაკეთებდით, არამედ  – რატომ.

ყველაზე რთული სწორედ ამდენი განსხვავებული მიმართულების სინქრონში მართვა იყო. თამაშის მექანიკა, ტექნოლოგია, პროდუქტი და კომუნიკაცია ერთმანეთზე იყო გადაბმული, ამიტომ ერთი ცვლილებაც კი ხშირად რამდენიმე მიმართულებაზე აისახებოდა.

ამ პროექტმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ასეთი მასშტაბის იდეისთვის ძლიერი შედეგი მაშინ იქმნება, როცა სხვადასხვა გუნდი საკუთარ ნაწილს კი არა, ერთიანგამოცდილებას ქმნის.

M: მარკეტერის თვალით, რა ისწავლეთ ამ გამოცდილებიდან მომხმარებელთან კომუნიკაციის, გემიფიკაციისა და ციფრული გამოცდილების შექმნის შესახებ? რა მიგნებამ გაგაკვირვათ ყველაზე მეტად და რას გაითვალისწინებდით მსგავსი კამპანიის ხელახლა დაგეგმვისას?

კარგი პროდუქტის შექმნა მხოლოდ ფუნქციონალის გაუმჯობესებას არ ნიშნავს. მნიშვნელოვანია, მომხმარებელს მისი აღმოჩენისა და გამოყენების ემოციური მოტივაციაც ჰქონდეს. ამ იდეამ შემახსენა, რომმარკეტინგის ყველაზე საინტერესო როლი არა პროდუქტის ახსნა, არამედ ისეთი კონტექსტის შექმნაა, სადაც მომხმარებელი პროდუქტის ღირებულებას თავისდაუნებურად აღმოაჩენს.

მსგავსი კამპანიის ხელახლა დაგეგმვისას, პერსონალიზაციისა და ქცევითი სეგმენტაციის მიმართულებით – გამოწვევებს უფრო დინამიკურს გავხდიდით. 

The Digital Banker-ის საერთაშორისო აღიარება ჩვენთვის იმის დასტურია, რომ თიბისიში შექმნილი მიდგომები საერთაშორისო დონეზეც საინტერესოა. ეს გვაძლევს მოტივაციას, კიდევ უფრო თამამი იდეები გამოვცადოთ და ვაჩვენოთ, რომ ციფრულ ბანკინგში ინოვაცია მხოლოდ ახალი ტექნოლოგიის დანერგვას არ ნიშნავს, ის მომხმარებლისთვის ღირებული გამოცდილების შექმნასაც გულისხმობს.

[R]

Მ
წყარო მარკეტერი · marketer.ge ავტორი: mariami · გამოქვეყნდა 29.10.2026, 18:23. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ