ორშაბათი, 9 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ბათუმში ხვალ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი - Batumelebi

ამინდის პროგნოზი აჭარაში • ამინდის პროგნოზი ბათუმში •

ბათუმში ხვალ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი - Batumelebi
ფოტო: ბათუმელები

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 9 ნოემბრის 21 საათიდან 10 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით – წვიმა, მაღალ მთაში – თოვა.

დღისით, 10 ნოემბერს, გამოიდარებს.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო

ჰაერის ტემპერატურა მთიან რაიონებში:

  • დღისით: 3 – 8 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0- 5 გრადუსი ყინვა

მაღალმთიან ზონაში:

  • ღამით და დღისით: 0 – 5 გრადუსი ყინვა

ზღვის ღელვა: ღამით და დილით – 4-5 ბალი, დღისით, 10 ნოემბერს – 2-3 ბალი.

ზღვის წყლის ტემპერატურა +18 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 11-12 ნოემბერს აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

Ბ
წყარო ბათუმელები · batumelebi.ge გამოქვეყნდა 09.11.2026, 13:52. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ