ორშაბათი, 9 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

პარლამენტის თავმჯდომარე დღეს ჩეხეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება

პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფება. დღეს დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები ჩეხეთის რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხე...

პარლამენტის თავმჯდომარე დღეს ჩეხეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება
ფოტო: ინფო 9
პარლამენტის თავმჯდომარე დღეს ჩეხეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება

პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფება. დღეს დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები ჩეხეთის რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

შალვა პაპუაშვილი დელეგაციის წევრებთან ერთად შეხვდება ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატთა პალატის სპიკერს, ჩეხეთის რესპუბლიკის ვიცე პრემიერ-მინისტრს, თავდაცვის მინისტრს იარომირ ზუნას, ასევე, ჩეხეთის რესპუბლიკის პირველ ვიცე-პრემიერს, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრს, კარელ ჰავლიჩეკს.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი საქართველოსა და ჩეხეთს შორის პოლიტიკური დიალოგის გაღრმავება იქნება. მათ შორის იმსჯელებენ საგარეო პოლიტიკისა და ევროკავშირთან ურთიერთობების საკითხებზე . განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებასა და თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების განვითარებას.

Ი
წყარო ინფო 9 · info9.ge გამოქვეყნდა 09.11.2026, 08:28. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ