დავით მათიკაშვილი: იმედი გვაქვს, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მიიღებს ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას და აგენტურა გავა ქართული პოლიტიკური ლანდშაფტიდან
5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის პროცესს საკონსტიტუციო სასამართლო ხვალიდან განაახლებს. სხდომები კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის...
5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის პროცესს საკონსტიტუციო სასამართლო ხვალიდან განაახლებს. სხდომები კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განცხადებით, სარჩელში ასახულ ბრალდებებთან დაკავშირებით, ოპოზიციურ პარტიებს სამართლებრივი არგუმენტები ამ დრომდე არ წარმოუდგენიათ.
„დღემდე, რადიკალური ოპოზიციისგან, აგენტურისგან ვერცერთი არგუმენტი ვერ მოვისმინეთ, რომლითაც თავს დაიცავდა იმ ღირებული და სოლიდური სასარჩელო მოთხოვნებისგან, რაც ჩვენ მიერ იქნა წარდგენილი. არის თავის მართლების უსუსური მცდელობა.
ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი საბოლოოდ მიიღებს ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას და არაკონსტიტუციური პარტიები, აგენტურა გავა ქართული პოლიტიკური ლანდშაფტიდან“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.


