კვირა, 8 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

შალვა პაპუაშვილი ჩეხეთის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარის ოფიციალური მოწვევით პრაღაში გაემგზავრა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩეხეთის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარის ტომიო ოკამურას ოფიციალური მოწვევით პრაღაში გაემგზავრა.შალვა პაპუაშვილი ჩეხეთის რ

შალვა პაპუაშვილი ჩეხეთის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარის ოფიციალური მოწვევით პრაღაში გაემგზავრა
ფოტო: ფრონტნიუსი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩეხეთის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარის ტომიო ოკამურას ოფიციალური მოწვევით პრაღაში გაემგზავრა.შალვა პაპუაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა.ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ პრაღაში დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები ჩეხეთის რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, შედიან: სოზარ სუბარი - პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე; ზვიად შალამბერიძე - პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველო-ჩეხეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი; ალუდა ღუდუშაური - პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; ირმა ზავრადაშვილი - ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე.ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

Ფ
წყარო ფრონტნიუსი · frontnews.ge ავტორი: Frontnews · გამოქვეყნდა 08.11.2026, 16:18. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ