კვირა, 8 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

გიორგი სიორიძე - „ქართულ ოცნებას“ არაკონსტიტუციურ ზრახვებში ვამხელთ - აბსურდულ სარჩელს ნაწილ-ნაწილ დავშლით

„ძლიერი საქართველო - ლელო” „ქართულ ოცნებას“ არაკონსტიტუციურ ზრახვებში ამხელს. ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“

გიორგი სიორიძე - „ქართულ ოცნებას“ არაკონსტიტუციურ ზრახვებში ვამხელთ - აბსურდულ სარჩელს ნაწილ-ნაწილ დავშლით
ფოტო: ინტერპრესნიუსი

08.11.2026 / 13:45

გიორგი სიორიძე - „ქართულ ოცნებას“ არაკონსტიტუციურ ზრახვებში ვამხელთ - აბსურდულ სარჩელს ნაწილ-ნაწილ დავშლით

„ძლიერი საქართველო - ლელო” „ქართულ ოცნებას“ არაკონსტიტუციურ ზრახვებში ამხელს. ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი სიორიძე განაცხადა.

მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ხვალ დაგეგმილი განხილვა გადაიდო, ოპოზიციონერის თქმით, სამშაბათიდან მისი პოლიტიკური ძალა დეტალურად ამხელს მმართველ პარტიას „დანაშაულებრივ მიზანში“, რომელიც ოპოზიციის გაქრობით საქართველოში დიქტატურის გაფორმებას ითვალისწინებს.

სიორიძე ფიქრობს, რომ „ქართული ოცნების“ დღის წესრიგია რუსეთის მავნებლური პოლიტიკა საქართველოს კონსტიტუციურ ვალდებულად აქციოს და სწორედ ეს იქნება მმართველი ძალის მიმართ რეალური ბრალდება.

მისივე განცხადებით, „ძლიერ საქართველო-ლელოს“ „ქართლი ოცნების“ მამხილებელი მტკიცებულების დიდი რაოდენობა აქვს.

„ცოტა ხნის წინ საკონსტიტუციო სასამართლოდან გვაცნობეს, რომ ორშაბათს სხდომა არ ჩატარდება ერთ-ერთი მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. პროცესები განახლდება სამშაბათს, 10 ნოემბრიდან, 12 :00 საათზე იქნება პირველი პროცესი. მომდევნო კვირაში სასამართლო განხილვის ამ ეტაპზე ჩვენ ვაპირებთ, რომ ქართული ოცნების“ ეს აბსურდული სარჩელი პუნქტობრივად, ნაწილ-ნაწილ დავშალოთ და ვამხილოთ „ქართული ოცნება“ ცრუ ბრალდებებში, ვამხილოთ „ქართული ოცნება“ იმ დანაშაულებრივ მიზანში, რომელიც გულისხმობს ქვეყანაში დიქტატურის გაფორმებას, პარტიების, პოლიტიკური ოპოზიციის სრულად გაქრობას და ამავდროულად, რუსეთის მავნებლური პოლიტიკის კონსტიტუციურ ვალდებულად ქცევას. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი რაოდენობით მასალა , რომლითაც დასტურდება, რომ „ძლიერი საქართველო -ლელო“ ართუ იყო საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ხელმყოფი, არამედ ყოველთვის იდგა საქართველოს კონსტიტუციის სადარაჯოზე, განსხვავებით, „ქართული ოცნებისგან“ და რეალურად ეს იქნება ბრალდება „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. ჩვენ ვამხელთ „ქართულ ოცნებას“ მათ არაკონსტიტუციურ ზრახვებში“, - აცხადებს სიორიძე.

Ი
წყარო ინტერპრესნიუსი · interpressnews.ge გამოქვეყნდა 08.11.2026, 13:45. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ