კვირა, 8 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ლაშა ფარულავა - თბილისი არის ტრანსნაციონალური კიბერდანაშაულის, კიბერ ქოლ-ცენტრების ჰაბი, რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“ - მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოებს, თავი დაანებონ მფარველობას და დაიწყონ გამოძიება

თბილისი, საქართველოს დედაქალაქი, არის ტრანსნაციონალური კიბერდანაშაულის, კიბერ ქოლ-ცენტრების ჰაბი და ამაზე პასუხისმგებლობა

ლაშა ფარულავა - თბილისი არის ტრანსნაციონალური კიბერდანაშაულის, კიბერ ქოლ-ცენტრების ჰაბი, რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“ - მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოებს, თავი დაანებონ მფარველობას და დაიწყონ გამოძიება
ფოტო: ინტერპრესნიუსი

თბილისი, საქართველოს დედაქალაქი, არის ტრანსნაციონალური კიბერდანაშაულის, კიბერ ქოლ-ცენტრების ჰაბი და ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“. ეს უმძიმესი დანაშაულია, მასში ათი ათასობით ახალგაზრდაა ჩართული და ეს ფული, ჩვენი ინფორმაციით, სამშენებლო სექტორსა და აზარტული თამაშების ბიზნესში ირეცხება , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა ფარულავამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, იმის მიუხედავად, რომ ყველა ადამიანი, რომელიც ამ სქემის მფარველებად სახელდებოდნენ, ახლა ციხეში არიან, დანაშაული მაინც გრძელდება და „წარმოუდგენელია ამ დანაშაულის ოპერირება ისე, რომ ბიძინა ივანიშვილმა არ იცოდეს“.

„შაბათის ფორმულას“ ჟურნალისტური გამოძიებით ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხილეთ, რომ ტრანსნაციონალური კიბერდანაშაულის თაღლითური ქოლ-ცენტრები არათუ არ დახურულა, არამედ გუგუნებს, მიუხედავად იმისა, რომ ლილუაშვილი ციხეშია, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც აქამდე ამ დანაშაულებრივი საერთაშორისო სქემის მფარველად სახელდებოდა, არა „ქართულ ოცნებაში“, არამედ ციხეშია, ეს დანაშაული დღემდე გრძელდება. მესამე სიუჟეტი მომზადდა, კონკრეტული ოფისები და მისამართები ჩვენთვის ცნობილია, ამიტომ ამ დანაშაულის გამოძიებას ვითხოვთ და მეტიც, თუ არ დაიწყება გამოძიება, გენერალური პროკურორი, სუს-ის ხელმძღვანელი და მთელი ვერტიკალი იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან ამ საერთაშორისო დანაშაულის მფარველებად იქნებიან დასახელებულები.

ეს პასუხისმგებლობა ახლა და ამ წუთას აკისრია ირაკლი კობახიძეს, რომელიც აცხადებდა, რომ „მაჩვენეთ კორუფციული დანაშაულიო“. მეტიც, თბილისი, საქართველოს დედაქალაქი, არის ტრანსნაციონალური კიბერდანაშაულის, კიბერ ქოლ-ცენტრების ჰაბი და ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“. ეს უმძიმესი დანაშაულია, მასში ათი ათასობით ახალგაზრდაა ჩართული და ეს ფული, ჩვენი ინფორმაციით, სამშენებლო სექტორსა და აზარტული თამაშების ბიზნესში ირეცხება.

ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოებს, თავი დაანებონ მფარველობას და დაიწყონ გამოძიება. ჩვენ არ გავჩერდებით, ვიდრე კონკრეტული დამნაშავეები არ იქნებიან დასჯილები. რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია ამ დანაშაულის ოპერირება ისე, რომ ბიძინა ივანიშვილმა ეს არ იცოდეს, ამიტომ კიდევ ერთხელ ბოლო გაფრთხილებას ვაძლევთ ხელისუფლებას, აღიგავოს და დაიკეტოს ეს ოფისები, შევიდეს საგამოძიებო ორგანოები, რადგან ეს არის საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ახალგაზრდებისა და საქართველოს მომავლისთვის. ამიტომ კიდევ ერთხელ, ვითხოვთ გამოძიებას და სრულ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

Ი
წყარო ინტერპრესნიუსი · interpressnews.ge გამოქვეყნდა 08.11.2026, 13:04. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 1

ლაშა ფარულავა - თბილისი არის ტრანსნაციონალური კიბერდანაშაულის, კიბერ ქოლ-ცენტრების ჰაბი, რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“ - მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოებს, თავი დაანებონ მფარველობას და დაიწყონ გამოძიებაპალიტრანიუსი · 00:00 ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით →

ასევე წაიკითხეთ