ლაშა ფარულავა - ივანიშვილის რეჟიმს პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს - „ქართული ოცნება“ ისტორიის სამარცხვინო ფურცელს წერს, რასაც ქართველი ხალხი გადახევს და ევროპის სასამართლო საქმეზე ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს
ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს, სასამართლო სხდომებისას ეს იკითხება - ჩვენ ამ
08.11.2026 / 13:10
ლაშა ფარულავა - ივანიშვილის რეჟიმს პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს - „ქართული ოცნება“ ისტორიის სამარცხვინო ფურცელს წერს, რასაც ქართველი ხალხი გადახევს და ევროპის სასამართლო საქმეზე ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს
ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს, სასამართლო სხდომებისას ეს იკითხება - ჩვენ ამ შესაძლებლობას გამოვიყენებთ, რათა ჩვენი არგუმენტები, მტკიცებულებები და ფაქტები კიდევ ერთხელ დავანახოთ საზოგადოებას, ფაქტები, რომელიც ევროპის სასამართლოში აუცილებლად წავა, სადაც საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა ფარულავამ განაცხადა.
მისივე თქმით, უკვე ცნობილია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული აქვს, თუმცა ახლა მათთვის მთავარია, რომ „საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახონ, რომ ოპოზიცია ისტორიის სწორ მხარეს დგას და თუკი ვინმე არის ისტორიის სამარცხვინო ფურცელი, ეს „ქართული ოცნებაა“
„ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს, სასამართლო სხდომებისას ეს იკითხება, თუმცა ჩვენთვის მთავარია, რომ საზოგადოებას კიდევ ერთხელ დავანახოთ, რომ ჩვენ ისტორიის სწორ მხარეს ვართ და თუკი ვინმეა ისტორიის სამარცხვინო ფურცელი, ეს „ქართული ოცნებაა“ თავისი საკონსტიტუციო სარჩელით, რომელიც ამ ქვეყანაში დემოკრატიას აუქმებს და ამის იურიდიულ გაფორმებას სწორედ ის კოლეგია ახდენს, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შეარჩია. ამიტომ ჩვენ ამ შესაძლებლობას გამოვიყენებთ, რათა ჩვენი არგუმენტები, მტკიცებულებები და ფაქტები კიდევ ერთხელ დავანახოთ საზოგადოებას, ფაქტები, რომელიც ევროპის სასამართლოში აუცილებლად წავა, სადაც საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, - განაცხადა ფარულავამ.
რაც შეეხება ბრალდებებს, რომელიც ოპოზიციის მიმართულებით გაჟღერდა, რომ მათ ვერ მოახერხეს სამართლებრივი არგუმენტების წარმოადგინა და სასამართლო პროცესებზე სიცრუეს ტირაჟირებდნენ, ლაშა ფარულავა „გაფარჩაკებული ხელისუფლების არგუმენტს“ უწოდებს.
„საზოგადოებამ კარგად დაინახა სამართლებრივი მტკიცებულებები, ისტორიული ფაქტები და რეალობა. ქვეყანაში პარტიების, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების აკრძალვა არის დემოკრატიის გაუქმება. მის იურიდიულ გაფორმებას საკონსტიტუციო სასამართლო ახდენს, ეს რა თქმა უნდა, კონსტიტუციაზე გადაბიჯებაა. „ქართულ ოცნებას“ ეს ყველაფერი არ შერჩება. ისინი ისტორიის ამ სამარცხვინო ფურცელს წერენ, თუმცა ამ ფურცელს ქართველი ხალხი გადახევს და ევროპის სასამართლო ამ საქმესთან დაკავშირებით ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს“, - განაცხადა ფარულავამ.


