კვირა, 8 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

დავით მათიკაშვილი - სააშკარაოზე გამოდის 5 არაკონსტიტუციური პარტიის დანაშაულების კასკადი - იქნება პროცესის გაწელვის მცდელობა, შეეცდებიან, თავის დაძვრენას, რასაც ბუნებრივია, ვერ შეძლებენ

ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადების მოთხოვნასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ გუნდი საკონსტიტუციო

დავით მათიკაშვილი - სააშკარაოზე გამოდის 5 არაკონსტიტუციური პარტიის დანაშაულების კასკადი - იქნება პროცესის გაწელვის მცდელობა, შეეცდებიან, თავის დაძვრენას, რასაც ბუნებრივია, ვერ შეძლებენ
ფოტო: ინტერპრესნიუსი

08.11.2026 / 12:34

ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადების მოთხოვნასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ გუნდი საკონსტიტუციო სასამართლოში კითხვა-პასუხის რეჟიმისთვის ემზადება.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი დარწმუნებულია, რომ შემდგომი სხდომები ოპოზიციის „ანტიკონსტიტუციურ შინაარს“ სრულად აჩვენებს.

მისი შეფასებით, მოსაპასუხე მხარე ფაქტობრივი გარემოებებისგან დაცლილი და ლოგიკას აცდენილი არგუმენტებით შეეცდება „თავის დაძვრენას“, თუმცა ამას ვერ შეძლებენ.

„სააშკარაოზე გამოდის ხუთი არაკონსტიტუციური პარტიის არაკონსიტუციური შინაარსი, დანაშაულების კასკადი, რომელიც საკუთარი ქვეყნის, საკუთარი კონსტიტუციის და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ჩაიდინეს, ამიტომ, კითხვა პასუხის რეჟიმში კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთება ამ პარტიების ქმედების სწორედ ეს არაკონსტიტუციური სახე. ვერანაირი არგუმენტირებული პასუხი ვერ ექნებათ არაკონსტიტუციური პარტიის წარმომადგენლებს კითხვებზე, რომელიც მოსარჩელე მხარეს ექნება. პირიქით, იქნება მცდელობა პროცესის გაწელვის და შინაარსობრივად არასრული, ლოგიკისგან აცდენილი და ფაქტობრივი გარემოებებისგან დაცლილი პასუხიებით ისინი შეეცდებიან, თავის დაძვრენას ამ მოცმულობისგან, რომელსაც ბუნებრივია ისინი ვერ შეძლებენ“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა “რუსთავი2“-ს.

როგორც ცნობილია, ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვა ახსნა-განმარტებების ნაწილში დასრულდა. საკონსტიტუციო სასამართლო შეკითხვების ეტაპზე გადადის, რა პროცესიც 9 ნოემბრიდან დაიწყება.

Ი
წყარო ინტერპრესნიუსი · interpressnews.ge გამოქვეყნდა 08.11.2026, 12:34. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ