ორმაგი ტრაგედია მარნეულში - მამის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ ქალიშვილიც მალევე დაიღუპა
მარნეულში მამა და ქალიშვილი მცირე დროის ინტერვალით გარდაიცვალნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, 50 წლამდე ასაკის მამაკაცი სამუშაო ადგილზე მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და გულის შეტევით გარდაიცვალა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მამის გარდაცვალების ამბის გაგების შემდეგ მისი ქალიშვილიც მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და მალევე გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალიშვილის გარდაცვალებას წინ მამის დაღუპვით გამოწვეული ძლიერი ემოციური სტრესი უძღოდა. მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე ოფიციალურად დადასტურებული არ არის.
SAY.GE · მარნეული (ადგილი) — დეტალები SAY.GE-ზე
წყარო
პრაიმტაიმი · primetime.ge
გამოქვეყნდა 07.11.2026, 23:58. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია
ასევე წაიკითხეთ
320×100სარეკლამო ადგილი · მობაილის ლენტა


