კრაკოვში მამაკაცმა ავტომობილიდან გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა - დაღუპულია ხუთი ადამიანი
პოლონეთის ქალაქ კრაკოვში სროლას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. მთავარ მოედანზე თავდასხმის შედეგად დაშავებულია ათამდე ადამიანი, მათ შორის პოლიციელები.პოლიციის დეპარტა
პოლონეთის ქალაქ კრაკოვში სროლას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. მთავარ მოედანზე თავდასხმის შედეგად დაშავებულია ათამდე ადამიანი, მათ შორის პოლიციელები.პოლიციის დეპარტამენტი განცხადებაში აღნიშნავს, რომ ადგილობრივი დროით დაახლოებით 15:00 საათზე, მოედანზე შესულმა მამაკაცმა თავისი ავტომობილიდან გამვლელების მიმართ ცეცხლი გახსნა.პოლიციამ თავდამსხმელი დაჭრა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი მას კრაკოვში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმაციას აწვდის."პოლიცია თავდასხმის წინაპირობებსა და ყველა გარემოებას იკვლევს“, – აცხადებს ტუსკი.
SAY.GE · ავტომობილიდან (სიტყვა) — დეტალები SAY.GE-ზე

