პარასკევი, 30 ოქტომბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

„ჰიალურონის მიღმა“: „სკინოთეკას“ სემინარი ახალი თაობის სკინ ბუსტერებზე

კომპანია „სკინოთეკამ” (Skinotheque Global LLC) – ჩაატარა სამედიცინო სემინარი „ჰიალურონის […] The post „ჰიალურონის მიღმა“: „სკინოთეკას“ სემინარი ახალი თაობის სკინ ბუსტერებზე first appeared on Marketer.

„ჰიალურონის მიღმა“: „სკინოთეკას“ სემინარი ახალი თაობის სკინ ბუსტერებზე
ფოტო: მარკეტერი

კომპანია „სკინოთეკამ” (Skinotheque Global LLC) – ჩაატარა სამედიცინო სემინარი „ჰიალურონის მიღმა: ახალი თაობის სკინ ბუსტერები“. ღონისძიება გათვლილი იყო 80 ქართველ ესთეტიკოს ექიმზე, დერმატოლოგსა და კოსმეტოლოგზე მთელი საქართველოდან და სასტუმროში “მარგო, ძველი თბილისი” გაიმართა.

ღონისძიების მთავარი სპიკერი და ტრენერი ექიმი ანა გალება (Anna Galęba), მედიცინის დოქტორი (MD, PhD) – პოლონეთში მოღვაწე ექიმი-მკვლევარი და რეგენერაციული ესთეტიკის ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო ავტორიტეტი 3 დღით ეწვია თბილისს. იგი 59 სამეცნიერო პუბლიკაციისა და 10 წიგნის თავის ავტორია, არის ღეროვანი უჯრედებისა და რეგენერაციული მედიცინის საერთაშორისო ასოციაციის (IASRM) სამეცნიერო საბჭოს წევრი და 2019 წელს „წლის საუკეთესო რეგენერაციულ ესთეტიკოსად” იქნა აღიარებული. მას მსოფლიოს ხუთ კონტინენტზე 2 500-ზე მეტი ექიმი ჰყავს გადამზადებული, რომელთა რიცხვსაც უკვე 80 ქართველი ექიმი შეუერთდა.

დღის პირველ ნახევარში დოქტორმა გალებამ წაიკითხა მოხსენება, რომელშიც პროდუქტები განიხილა და სახისა და ყელის მოვლის სამი კლინიკური პროტოკოლი წარმოადგინა – პრევენციის, რეგენერაციისა და სრული აღდგენის სცენარები. ამას მოჰყვა ცოცხალი მასტერკლასი ორ მოდელზე, რომლის დროსაც ექიმები რეალურ დროში აკვირდებოდნენ პროცედურის ტექნიკას.

დღის მეორე ნახევარი, სახელწოდებით „სულ სხვანაირი სემინარი“ დაეთმო ქართველი სპიკერების გამოსვლებს აქტუალურ და საინტერესო თემებზე: პაციენტის ტიპების, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ესთეტიკური მედიცინის მომავალზე. პროდუქტი აღარ არის მთავარი განმასხვავებელი ფაქტორი. ნებისმიერ კლინიკას თბილისში შეუძლია ხვალ იყიდოს იგივე პროდუქტი, რაც სხვას აქვს, იგივე შემადგენლობა იგივე დოზა, იგივე წარმომავლობა. მაშინ რატომ ირჩევს პაციენტი ერთ ექიმს და არა მეორეს?

„24 ოქტომბერს, თბილისში, „სკინოთეკამ“ 80 ესთეტიკურ ექიმს – კოსმეტოლოგს, დერმატოლოგს – სწორედ ამ კითხვაზე პასუხი შესთავაზა „სულ სხვანაირ სემინარზე“, – აცხადებს ღონისძიების ორგანიზატორი და კომპანია „სკინოთეკა გლობალის“ დამფუძნებელი თათა მორჩილაძე.

მეორე ნაწილის სპიკერები და თემები:

  • თათა მორჩილაძე: “ინფორმირებული თანხმობა ფილტრების ეპოქაში“
  • ლუკა ხალაძე: „ესთეტიკური მედიცინის ციფრული ტრანსფორმაცია“
  • მარიამ წივწივაძე: „პროდუქტიდან პერსონალიზებულ სტრატეგიამდე: კლინიკური აზროვნების როლი თანამედროვე ესთეტიკურ მედიცინაში“
  • ზურაბ ალხანიშვილი: „დაკარგული კავშირები: მეტი შესაძლებლობა, ნაკლები ნდობა – მედიცინის თანამედროვე პარადოქსი“
  • დავით ბოლქვაძე: „მენტალური ჰიგიენა, საუკეთესო Anti-age საშუალება“

────────────────────

კომპანიის შესახებ

„სკინოთეკა გლობალ” (Skinotheque Global LLC) – 2024 წელს დაარსებული ქართული კომპანია, იტალიური ბრენდების Uniderm Farmaceutici და Medisepte-ის და რამდენიმე სხვა ევროპული ბრენდის ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში. კომპანია სპეციალიზდება ესთეტიკური პროდუქტების დისტრიბუციაზე და პროფესიულ განათლებაზე სემინარების კუთხით.

[R]

Მ
წყარო მარკეტერი · marketer.ge ავტორი: Ketia · გამოქვეყნდა 28.10.2026, 16:28. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ