შაბათი, 7 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

არჩილ გორდულაძე - მათ ამომრჩევლებსაც მოვუწოდებდით, თავიანთი არჩევანი გააკეთონ იმ პარტიებზე, რომლებისთვისაც ამ ქვეყნის მომავალია მნიშვნელოვანი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში დასმული კითხვის შესახებ, "რას ეტყოდით ოპოზიციური პარტი

არჩილ გორდულაძე - მათ ამომრჩევლებსაც მოვუწოდებდით, თავიანთი არჩევანი გააკეთონ იმ პარტიებზე, რომლებისთვისაც ამ ქვეყნის მომავალია მნიშვნელოვანი
ფოტო: ფრონტნიუსი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში დასმული კითხვის შესახებ, "რას ეტყოდით ოპოზიციური პარტიების ამომრჩევლებს“ განაცხადა, რომ ეს კითხვა „არარელევანტურია“."ასეთი კითხვა შეიძლება დაესვათ მაგალითად გერმანიაში 45 წლის შემდეგ, რომ აი რას ეტყოდით მაგალითად ნაცისტური პარტიის ამომრჩევლებსო. ჩემი აზრით, ეს კითხვა უბრალოდ არარელევანტურია. თუ ნაცისტური პარტია, რომელსაც ჰქონდა ადამიანების წინააღმდეგ არაერთი დანაშაული ჩადენილი ზუსტად იგივე აქვს გაკეთებული კოლექტიური ნაცმოძრაობის სხვადასხვა პარტიას, სხვადასხვა პირს 2004-2012 წლებში და დღესაც მიმდინარე პერიოდშიც ისინი პირდაპირ ებრძვიან კონსტიტუციას, ებრძვიან გადაწყვეტილებების მიმღებს, ქართველ ხალხს ამ ქვეყანაში და ჩვენ ყველა ამომრჩეველს. მათ შორის, მათ ამომრჩევლებსაც მოვუწოდებდით, რომ კარგად დაფიქრდნენ თუ ვის უჭერენ მხარს, დაინახონ რეალურად თუ რა ძალის ინტერესების გამტარებელი არიან ეს ე.წ. პარტიები და თავიანთი არჩევანი გააკეთონ იმ პარტიებზე რომლებისთვისაც ამ ქვეყნის მომავალია მნიშვნელოვანი“, - განაცხადა გორდულაძემ.კითხვაზე, პარტიების აკრძალვის შემთხვევაში, როგორი შეიძლება იყოს სტრასბურგის სასამართლოს შეფასება, გორდულაძე აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი სარჩელი სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტებს ემყარება."ჩვენს მიერ წარმოდგენილი სარჩელი ემყარება სტრასბურგის დამტკიცებულ სტანდარტებს, სრულად შესაბამისობაში არის ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციასთან და სტრასბურგის სტანდარტებთან. შესაბამისად ჩვენ გვაქვს მოლოდინი რომ ჩვენი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში ალბათობის მაღალი ხარისხით უნდა იქნეს გამარჯვებით დასრულებული დანარჩენი უკვე დაველოდოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

Ფ
წყარო ფრონტნიუსი · frontnews.ge ავტორი: Frontnews · გამოქვეყნდა 06.11.2026, 22:35. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 1

არჩილ გორდულაძე: ნაცისტური პარტია, რომელსაც ადამიანების წინააღმდეგ არაერთი დანაშაული ჰქონდა ჩადენილი, ზუსტად იგივე აქვს გაკეთებული „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ სხვადასხვა პარტიას - მათ ამომრჩევლებსაც მოვუწოდებდით, კარგად დაფიქრდნენ და თავიანთი არჩევანი გააკეთონ იმ პარტიებზე, რომლებისთვისაც ამ ქვეყნის მომავალია მნიშვნელოვანიინფო 9 · 22:32 ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით →

ასევე წაიკითხეთ