პარასკევი, 30 ოქტომბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

პოლიციამ თბილისში 138 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი" ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს.შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა...

პოლიციამ თბილისში 138 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი" ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი
ფოტო: ფრონტნიუსი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს.შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მათ შორის ბრალდებულის პირადი, საცხოვრებელი ბინისა და ავტომობილის ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ დაფასოებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - 138 შეკვრა „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.

Ფ
წყარო ფრონტნიუსი · frontnews.ge გამოქვეყნდა 29.10.2026, 10:45. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 1

პოლიციამ თბილისში 138 შეკვრა „მეთადონი“ ამოიღო – ერთი პირია დაკავებულილიბერალი · 06:15 ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით →

ასევე წაიკითხეთ