ფიქრია ჩიხრაძე - „ქართულ ოცნებას“ დემოკრატიასთან თანამშრომლობა არ შეუძლია, მისთვის დემოკრატია არის აუტანელი და მიუღებელი - რაც შეეხება საკონსტიტუციო სარჩელის განხილვას, საზოგადოებამ დაინახა, რამდენად კვალიფიციურია ოპოზიცია
"ქართულ ოცნებას“ დემოკრატიასთან თანამშრომლობა არ შეუძლია. მისთვის დემოკრატია არის აუტანელი და მიუღებელი.
06.11.2026 / 20:18
ფიქრია ჩიხრაძე - „ქართულ ოცნებას“ დემოკრატიასთან თანამშრომლობა არ შეუძლია, მისთვის დემოკრატია არის აუტანელი და მიუღებელი - რაც შეეხება საკონსტიტუციო სარჩელის განხილვას, საზოგადოებამ დაინახა, რამდენად კვალიფიციურია ოპოზიცია
"ქართულ ოცნებას“ დემოკრატიასთან თანამშრომლობა არ შეუძლია. მისთვის დემოკრატია არის აუტანელი და მიუღებელი. მთელი ჩვენი უბედურება და დრამატიზმი მდგომარეობს იმაში, რომ რაკი დემოკრატიული სისტემის სრული მიუღებლობა აქვს ბიძინა ივანიშვილს, მას არჩევანი რჩება ერთადერთი მიმართულებით, სადაც დემოკრატია არ ფასობს, ძალაუფლების არადემოკრატიულად შენარჩუნება კი პუტინის ერთ-ერთი მთავარი მეთოდია, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ წევრმა, ფიქრია ჩიხრაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა საქართველოს შიდაპოლიტიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა, პარტიების აკრძალვის კონტექსტში საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომები შეაფასა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია ძალიან კვალიფიციურად წარსდგა სასამართლოს წინაშე. მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ რომ სცოდნოდა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ასე პროფესიონალურად გამოვიდოდნენ სასამართლოზე, სხდომებს პირდაპირი ეთერით არ გააშუქებდა.
„დღეს ჩვენ მივიღეთ რეალობა, რომ ხელისუფლება არჩევნებით აღარასდროს აღარ უნდა შეიცვალოს. არჩევნებით ხელისუფლების შეცვლის მცდელობის, არჩევნებში მონაწილეობისა და სხვადასხვა პოლიტიკური ძალების ერთმანეთთან თანამშრომლობის გამო, ბიძინა ივანიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში გვიჩივის და გვეუბნება, თქვენ ხელისუფლების შეცვლა გინდოდათო. რა ვიცი, დემოკრატიაში ასეა, პოლიტიკური პარტია ამისთვის იქმნება.
ამ სარჩელის განხილვის პირველმა ეტაპმა, მე მგონი, საზოგადოებას ძალიან ცხადად დაანახა, რომ აბსოლუტურად არანაირი შეხება არ აქვს რეალობასთან იმას, რაც მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა. ასევე ცხადად დაინახა საზოგადოებამ, რამდენად მომზადებული, კვალიფიციური და პროფესიონალურია ოპოზიცია, როგორი პასუხისმგებლობით ეკიდება საქმეს, სახელისუფლებო ძალის წარმომადგენლებისგან განსხვავებით. „ქართულ ოცნებას“ ალბათ არც წარმოედგინა ასე, თორემ შეიძლება, პირდაპირ ეთერში არც ყოფილიყო სხდომები“, - აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.
ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 1
ფიქრია ჩიხრაძე - „ქართულ ოცნებას“ დემოკრატიასთან თანამშრომლობა არ შეუძლია, მისთვის დემოკრატია არის აუტანელი და მიუღებელი - რაც შეეხება საკონსტიტუციო სარჩელის განხილვას, საზოგადოებამ დაინახა, რამდენად კვალიფიციურია ოპოზიციაპალიტრანიუსი · 00:00
ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით → 

