პარასკევი, 6 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ირაკლი კობახიძე - ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს ქვეყნებს შორის

ჩვენთვის ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. თანამედროვე სამყაროში ჩინეთი არის ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფო, სახელმწიფო, რომელიც თავიდან

ირაკლი კობახიძე - ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს ქვეყნებს შორის
ფოტო: ფრონტნიუსი

ჩვენთვის ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. თანამედროვე სამყაროში ჩინეთი არის ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფო, სახელმწიფო, რომელიც თავიდან ბოლომდე არის ორიენტირებული პროგრესზე, მოდერნიზაციაზე, წინსვლაზე, განვითარებაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგთან შეხვედრაზე განაცხადა.მისი თქმით, საქართველო დაინტერესებულია ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავებით.„ჩვენ ბუნებრივად ვაკავშირებთ ერთმანეთთან ევროპას და აზიას, დასავლეთს და აღმოსავლეთს და ამ კუთხითაც, ვფიქრობთ, ძალიან საინტერესოა ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის შემდგომი განვითარება. ასევე, დაინტერესებული ვართ, თანამშრომლობა გავაღრმაოთ არაერთ სხვა სფეროში, ეს არის კულტურა, განათლება, მეცნიერება, სპორტი, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა. მოხარული ვართ, რომ ამ დარგებშიც გვაქვს ძალიან დადებითი დინამიკა და მუდმივად ვითარდება ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის და შესაბამის უწყებებს შორის. ჩვენთვის ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. თანამედროვე სამყაროში ჩინეთი არის ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფო, სახელმწიფო, რომელიც თავიდან ბოლომდე არის ორიენტირებული პროგრესზე, მოდერნიზაციაზე, წინსვლაზე, განვითარებაზე. შესაბამისად, ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს ჩვენს ქვეყნებს შორის და ბუნებრივია, ეს ღირებულებითი ფუნდამენტი გვაძლევს განსაკუთრებულ მოტივაციას, ვიზრუნოთ ორმხრივი ურთიერთობის შემდგომი განვითარებისთვის. ბატონო ვიცე-პრეზიდენტო, დარწმუნებული ვარ, თქვენი ვიზიტი ახალ იმპულსს შესძენს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას. ჩვენ მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ თანამშრომლობის გაღრმავებისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

Ფ
წყარო ფრონტნიუსი · frontnews.ge ავტორი: Frontnews · გამოქვეყნდა 06.11.2026, 20:37. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 3

ირაკლი კობახიძე ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრაზე - ჩინეთთან ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს და ეს გვაძლევს მოტივაციას, ვიზრუნოთ ორმხრივი ურთიერთობის შემდგომი განვითარებისთვისპალიტრანიუსი · 00:00 პრემიერი: ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს ქვეყნებს შორის და ეს ღირებულებითი ფუნდამენტი გვაძლევს განსაკუთრებულ მოტივაციას, ვიზრუნოთ ორმხრივი ურთიერთობის შემდგომი განვითარებისთვისინფო 9 · 20:42 ირაკლი კობახიძე ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრაზე - ჩინეთთან ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს და ეს გვაძლევს მოტივაციას, ვიზრუნოთ ორმხრივი ურთიერთობის შემდგომი განვითარებისთვისინტერპრესნიუსი · 21:35 ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით →

ასევე წაიკითხეთ