პარასკევი, 6 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ირაკლი ქადაგიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე: მსოფლიოს ძირითადი ეკონომიკები სწორედ ჩინეთთან თანამშრომლობაში ეძებენ თავიანთი შემდგომი განვითარების გზებს, ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩინეთთან ეკონომიკური, სავაჭრო და სატრანსპორტო ურთიერთობის გაღრმავება

ეს ძალიან მაღალი დონის ვიზიტი კიდევ უფრო დიდ საშუალებას გვაძლევს, რომ ჩინეთთან ურთიერთობები თვისობრივად საქმიანად უფრო მაღალ დონეზე ავიდეს, - განაცხადა „დღის ქრონკასთან“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმ...

ირაკლი ქადაგიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე: მსოფლიოს ძირითადი ეკონომიკები სწორედ ჩინეთთან თანამშრომლობაში ეძებენ თავიანთი შემდგომი განვითარების გზებს, ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩინეთთან ეკონომიკური, სავაჭრო და სატრანსპორტო ურთიერთობის გაღრმავება
ფოტო: ინფო 9

ეს ძალიან მაღალი დონის ვიზიტი კიდევ უფრო დიდ საშუალებას გვაძლევს, რომ ჩინეთთან ურთიერთობები თვისობრივად საქმიანად უფრო მაღალ დონეზე ავიდეს, - განაცხადა „დღის ქრონკასთან“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით.

მისი თქმით, მსოფლიოს ძირითადი ეკონომიკები სწორედ ჩინეთთან თანამშრომლობაში ეძებენ განვითარების გზებს.

„რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ეკონომიკა განაპირობებს ძალიან ბევრ საკითხს, მათ შორის პოლიტიკურ საკითხებსაც კი. მოგეხსენებათ, რომ ჩინეთი არის ფაქტობრივად დომინანტი ქვეყანა ეკონომიკური განვითარების კუთხით და მისი პოლიტიკა, რომელიც დაფუძნებულია ურთიერთსასარგებლო ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებზე, ძალიან მნიშვნელოვანი და მომხიბვლელია ყველა ქვეყნისთვის.

აქედან გამომდინარე, ვხედავთ, რომ მსოფლიოს ძირითადი ეკონომიკები სწორედ ჩინეთთან პაექრობაში, კონკურენციასა და თანამშრომლობაში ეძებენ თავიანთი შემდგომი განვითარების გზებს. ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩინეთთან ეკონომიკური, სავაჭრო და სატრანსპორტო ურთიერთობის გაღრმავება. ის მოცემულობა, რომელიც დღეს არსებობს და ის გეოგრაფიული და გეოპოლიტიკური ადგილი, რომელიც საქართველოს უკავია, ძალიან მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ-დასავლეთის დაკავშირებადობის კუთხით. ეს ძალიან მაღალი დონის ვიზიტი კიდევ უფრო დიდ საშუალებას გვაძლევს, რომ ეს ურთიერთობები თვისობრივად საქმიანად უფრო მაღალ დონეზე ავიდეს“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, როდესაც დაკავშირებადობაზე ვლაპარაკობთ, რა თქმა უნდა, ჩინეთი არის ერთ-ერთი მთავარი, რომლის ტვირთებიც დღეს დომინანტურია მსოფლიოში.

Ი
წყარო ინფო 9 · info9.ge გამოქვეყნდა 06.11.2026, 19:49. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ