პარასკევი, 6 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება
ფოტო: პრაიმტაიმი

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

9 ნოემბერს 11:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტს სოფლებში: ახალუბანი, მისაქციელი, სელექცია, წილკანი და მიმდებარე სოფლებში; 14:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: არაშენდა, შანკევანი, საგურამო, ნავდარაანთკარი და მიმდებარე სოფლებში.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

Პ
წყარო პრაიმტაიმი · primetime.ge გამოქვეყნდა 06.11.2026, 19:52. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ