პარასკევი, 6 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

მიხეილ ყაველაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს უმასპინძლა

პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს, ხან ჭენგს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა. შეხვედრა გაფართოებული შემადგენლობით გაი

მიხეილ ყაველაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს უმასპინძლა
ფოტო: ფრონტნიუსი

პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს, ხან ჭენგს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა. შეხვედრა გაფართოებული შემადგენლობით გაიმართა.პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების საკითხები განიხილეს."აღინიშნა, რომ ეს ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის პირველი ვიზიტია საქართველოში. 2027 წელს ქვეყნები დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 35 წლისთავს აღნიშნავენ. მიმდინარე წელს კი გაფორმდა ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება და ორ ქვეყანას შორის საერთაშორისო შეთანხმებები გაფორმდა.მიხეილ ყაველაშვილმა მადლობა გადაუხადა ჩინურ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს პოზიცია „ერთი ჩინეთის პრინციპის“ მიმართ. საუბარი შეეხო შანხაის განვითარებაში ხან ჭენგის საქმიანობასა და წვლილს, თბილისსა და შანხაის შორის მეგობრული კავშირების გაღრმავებასა და პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებას. მხარეებმა საქართველოში ჩინეთის ახალი ელჩის დანიშვნის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას. განიხილეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით შექმნილი შესაძლებლობები, ჩინური ინვესტიციების ზრდა და თანამშრომლობის გაღრმავება სხვადასხვა ეკონომიკურ სექტორში.შეხვედრაზე საუბარი შეეხო შუა დერეფნის პოტენციალს, სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებას და თბილისში აბრეშუმის გზის მეექვსე ფორუმის გამართვის გეგმას. აღინიშნა, რომ საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები ქვეყანას ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნის განვითარებაში მნიშვნელოვან შესაძლებლობებს აძლევს.მხარეებმა ასევე განიხილეს ტურიზმის, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში თანამშრომლობა. ყურადღება გამახვილდა აკადემიური პროგრამების, სტუდენტთა გაცვლისა და სამეცნიერო კავშირების გაფართოებაზე. საუბარი შეეხო ხელოვნური ინტელექტის სფეროში ერთობლივი სამუშაო ჯგუფის საქმიანობასა და ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობებს.მიხეილ ყაველაშვილმა ჩინურ მხარეს გააცნო საქართველოს ინიციატივა, 2027 წელს თბილისში მშვიდობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის გლობალური სამიტის გამართვის შესახებ და ჩინეთის მონაწილეობისა და მხარდაჭერის იმედი გამოთქვა.შეხვედრის დასასრულს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტმა საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერი გააკეთა. მხარეებმა დააფიქსირეს მოლოდინი, რომ მაღალი დონის დიალოგი და არსებული თანამშრომლობის გაღრმავება ხელს შეუწყობს საქართველოსა და ჩინეთს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ განვითარებას", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

Ფ
წყარო ფრონტნიუსი · frontnews.ge ავტორი: Frontnews · გამოქვეყნდა 06.11.2026, 18:54. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 5

მიხეილ ყაველაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს ხან ჭენგს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლაინფო 9 · 18:30 ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს შეხვდაინფო 9 · 20:31 ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდაფრონტნიუსი · 20:32 ირაკლი კობახიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლაფრონტნიუსი · 20:34 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლაინფო 9 · 20:35 ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით →

ასევე წაიკითხეთ